ამ თემაში მინდა წარმოგიდგინოთ ქართველი შემსრულებელი ლევან გოროზია, იგივე L’One. რუსეთში მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, საქართველოში კი მას ბევრი არც იცნობს...
მოკლედ მის შესახებ:
დაიბადა კრასნოიარსკში 1985 წლის 9 ოქტომბერს. სიყმაწვილის წლებში საცხოვრებლად გადავიდა ქ.იაკუტსკში, სადაც დაიწყო თავისი კარიერა. ბავშვობიდან პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა კალათბურთს, რესპუბლიკა საჰას (იაკუტია) ნაკრების წევრიც კი იყო, მაგრამ ტრავმამ არ მისცა საშუალება გაეგრძელებინა სპორტული კარიერა.
იაკუტიაში მალე მოიპოვა პოპულარობა. თამაშობდა КВН, სამი წლის განმავლობაში იყო წამყვანი სტუდენტური ლიგისა КВН. მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში. პარალელურად წერდა ტექსტებს ალბომისთვის.
2006 წელს გადავიდა მოსკოვში მეგობართან Nel და ჩამოაყალიბა ჯგუფი Marselle.
პარალელურად მუშაობდა მოსკოვის რადიოში Next FM.
2008 წელს გამოვიდა პირველი მიქსტეიპი სახელწოდებით Mars FM და ალბომი Mars, რომლის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს Баста, Теона Дольникова, Dza-Dze, Саша Legend და Knara.
ალბომის ყველაზე ცნობილმა ტრეკმა «Москва» რუსეთში უეცრად მოიპოვა სახელი. 32 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა რადიო Next FM-ის ხიტ-პარადში. 2011 წელს ტრეკი გახდა საუნდტრეკი ფილმისთვის «Фантом»
2012 წელს ჯგუფი Marselle დაიშალა და ლევანიმ დაიწყო თავისი სოლო კარიერა. მან კონტრაქტი გააფორმა ცნობილ რუსულ ლეიბლთან Black Star Inc.
იმავე წლის 21 აპრილს გამოვიდა პირველი კლიპი «#Всёбудет» (რეჟისორი: Рустам Романов)
მაისში კიდევ ორი ტრეკი «Детка сделай мне follow» და «Дай мне слово»
2013 წლის 23 აპრილს უშვებს სადებიუტო ალბომს L'One Спутник.
ალბომიდან ყველაზე ცნობილი ტრეკი გახდა Все Танцуют Локтями
ასევე Будущее где-то рядом ft. Тимати
სულ ახლახანს კი გამოვიდა მეორე ალბომი სახელწოდებით Одинокая Вселенная
9 ოქტომბერს (მის დაბადების დღეს) დაიწყო გრანდიოზული ტური სახელწოდებით Всё или ничего მთელი რუსეთის მასშტაბით. 29 ქალაქში ჩატარდება კონცერტი. თვალი შეგიძლიათ ადევნოთ
youtube ლინკზე
მისი ჯერჯერობით ბოლო კლიპი Океан (feat. Фидель )
* * *
19 ივლისს ბათუმში ჩაატარა კონცერტი კლუბ "მანდარინში"
ეს კი ნანუკას შოუში გაკეთებული რეპორტაჟი
This post has been edited by _kutaiseli_ on 17 Oct 2014, 22:48