+
მამაკაცის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულს არხში ჰქონდა გადამალულირუსთავში მოკლული მამაკაცის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულს ფონიჭალაში, გაუქმებულ არხში ჰქონდა გადამალული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გიორგი შ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ზურა ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.
"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.
მათი ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...gadamaluli.htmlრა დღეში აქვთ ხალხს ნერვები...ყველგან და ყველაფერში იგრძნობა დაძაბულობა,აღარაა თითქოს ხალისი,სილაღე...