shavnabada92პირველი და ამოსავალი წერტილია, რომელი ქვეყნიდან აპირებ მსგავსი ამანათების გადაზიდვას. ამერიკაზე მთავარი მოთხოვნაა, თუმცა სავსეა კონკურენტებით. ყველაზე მსხვილი უსა2ჯორჯიაა, მოყვება მერე ი ელ ეს - ი, გეთითი და ა.შ. (ნუ თანმიმდევრობაზე ბოდიშს ვიხდი).
მაგ ბიზნესის გასაკეთებლად, ამერიკის შემთხვევაში, ბევრი არაფერია საჭირო, არის კომპანია, რომელიც გთავაზობს ვირტუალურ მისამართს, შენ ანიჭებ შემდეგ ოთახის ნომრებს შენს მომხმარებლებს და ჩამოგაქვს ტვირთი. მთავარი მოვალეობაა - შეაგროვო დიდი რაოდენობის ტვირთი, გამომდინარე იქიდან, რომ რაც მეტია ტვირთი, მით უფრო დაბალ თანხას გთხოვს პირველი გადამზიდი ტვირთზე, შენ კი მომატებულ ფასს ეუბნები შენს მომხმარებელს (ნუ საბითუმო და საცალო ვაჭრობის სისტემაა, ოღონდ გადაზიდვების კუთხით, წონის მიხედვით - რეისზე).
თუ მსგავსი პროექტი გაინტერესებს, გირჩევდი შედარებით ,,აუთვისებელ" ქვეყნებზე გეცადა ბედი, სადაც არიან ქართველები და სადაც არამხოლოდ ელექტრონულ გზავნილებს გაუწევდი მომსახურებას, არამედ პირად გზავნილებსაც და საქართველოს ფოსტასთან შედარებით კონკურენტუნარიან ფასსა და გადაზიდვის ვადებს შესთავაზებდი მომხმარელებს. თუმცა კომპანიებს ძირითადი ქვეყნები უკვე ,,აღებული" აქვთ. მაგალითად, ინგლისი - გეთითი, ჩინეთი - ტრანსპორტერი, კანადა (უსა და კიდევ ერთი კომპანია იყო, ვეღარ ვიხსენებ სახელს), ევროპა (გერმანია) - კომპანია ამანათს და ა.შ.
მცირე რჩევაა, საბერძნეთზე არ იფიქო, იმიტომ რომ იქ საერთოდ სხვა სიტუაციაა გადაზიდვების კუთხით, არ ვიცი შენი შესაძლებლობები, თუმცა შენს ადგილზე, მე თავს შევიკავებდი.
რუსეთზე გეთითი მუშაობდა, ეხლა რა სიტუაციაა არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ საკამოდ დიდი ბაზარიც და შესაძლებლობებია ამ კუთხით.
რჩევას მოგცემდი, რომ პირიქით, საქართველოდან ამერიკაში ნივთების გადაზიდვაც გეცადა - რამდენად მომგებიანია ვერ გეტყვი რამდენიმე წელია აღარ მაქვს ამ სფეროსთან მსგავსი კუთხით შეხება, თუმცა იდეის დონეზე გამოდგება

ნესიმიერ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ !
This post has been edited by აპოლდა on 28 Oct 2014, 16:18