ჩემი და რეალისტის ამბავი ალბათ ბევრმა იცით, მაგრამ მაინც დავწერ სრულად რა და როგორ იყო
მოგვხსნეს აქციიდან პარასკევს, მაშინ როცა პირველ-მეორე ადგილებზე ვიყავით და ფაქტობრივად გარანტირებული გვქონდა მოგება
დისკვალიფიკაციის მიზეზად დაასახელეს სისტემატური ჩექ/ქოლ თამაში ძლიერი ხელებით
დავუშვათ, რომ ეს მართლა დარღვევაა და ამის გამო შეუძლიათ მოგვხსნან საკმაოდ გაურკვეველი წესდების პირობებში
მიუხედავად ამისა არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ აქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ არ ვიყავით ერთადერთები ვინც ამას აკეთებდა
ერთერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სამშაბათს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, მაგრამ გაფრთხილება საკმაოდ ბუნდოვანი იყო
დასაზუსტებლად რამდენჯერმე გადავრეკე ცხელ ხაზზე, თუმცა ჰოი საოცრებავ, ოპერატორებმა კვლავ ვერ შეძლეს ზუსტი პასუხის გაცემა კონკრეტულად რა იყო დარღვევა და თუ მართლა ჩექ/ქოლზე იყო საუბარი რატომ არ ურეკავდნენ სხვა მომხმარებლებს და არ აფრთხილებდნენ მათ
ბოლოს პატივცემულ იუზერს, Europe-Bet-ს მივწერეთ მეც და რეალისტმაც PM
პასუხი მოგვივიდა სამი დღის შემდეგ და იყო შემდეგი შინაარსის "თქვენ დაიბლოკეთ არასამართლიანი თამაშის გამოო"
რაც მთავარია, 21 მაგიდა ანონიმ HU-ზე მთელი ღამის განმავლობაში ევერიჯ ფოთი 40 თეთრი რომ იყო არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ
რეაგირება არ მოუხდენიათ აგრეთვე ბოლო დღეს დაგროვილ 26K-ზე
რამდენჯერმე შევხვდით კრასიმირს და ვესაუბრეთ.
დღეს იყო ბოლო შეხვედრა. ჩვენი დიდი იმედების მიუხედავად შემოგვთავაზა ხარჯების დაფარვა და დარჩა იმ აზრზე, რომ ჩვენი დისკვალიფიკაცია სამართლიანი იყო
როგორც იგეგმებოდა მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ვგეგმავთ სით აუთ აქციებს
დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრებს

პატივისცემით
ესმერალდა