გამარჯობა მეგობრებო

თქვენი რჩევა მჭირდება და წინასწარ მადლობა გამომეხმაურებისთვის

მოკლედ 2 თვის წინ სამსახურში შემთხვევით მოვიდა ერთი ადამიანი, რომელსაც მე სხვა ადგილიდან ვიცნობდი. ჩემი იქ ყოფნა რატომღაც გაუკვირდა და წასვლის წინ თავისი სავიზიტო ბარათი დამიტოვა. თან მითხრა რომ მპატიჟებდა იმ კაფეში, სადაც თვითონ მუშაობდა და სიამოვნებით მიმიღებდა თუ მივიდოდი. მეც ზრდილობის გამო რა თქმა უნდა გამოვართვი და შევინახე.
გავიდა დრო და ეს ადამიანი ისევ შემხვდა სხვა ადგილას და შევამჩნიე რომ რაღაც დაინტერესებას იჩენდა ჩემს მიმართ, მაგრამ ეს არ იყო აშკარა და ცხადი, ანუ ისე იქცეოდა რომ მე შემემჩნია, გაივლიდა-გამოივლიდა, ვიღაცას რაღაცას ეტყოდა, შენიშვნას მისცემდა და ა.შ. აქვე აღვნიშნავ, რომ ისე მოხდა რომ იმ კაფეში მე ვერ მივედი (უფრო მორიდების გამო ალბათ) და ჩავთვალე, რომ მისი დაპატიჟება ზრდილობის გამოვლინება იყო გარკვეული გარემოების გამო. ამის შემდეგ შეხვედრებზეც შორიდან მესალმებოდა, ხან გამიღიმებდა და მხოლოდ ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ჩემი წამოსვლის დროს კი სადღაც გაუჩინარდებოდა და მე როცა მივდიოდი მერე გამოჩნდებოდა ხოლმე (თითქოს არ უნდოდა დამშვიდობებისას შემხვედროდა)
ანუ ჩვენს შორის საუბარი ვერც ერთხელ ვერ შედგა (არადა თითქოს სულ თვალწინ მიტრიალებდა რომ შემემჩნია )
ჰოდა, რამდენიმე დღის წინ რომ შემხვდა, მე თვითონ მოვიკითხე და საუბარი დავიწყეთ. აშკარა იყო რომ ორივეს გვინდოდა ეს შეხვედრა, უბრალოდ თვითონ რატომღაც შორს იჭერდა თავს და ვერ ვხვდებოდი რატომ. მერე მითხრა სხვათაშორის შენ დაპატიჟებული ხარ ჩემთან და არ მოდიხარო.
მე ვუთხარი შევეცდები მოვიდე მეთქი.

ჰოდა რა ვქნა მივიდე თუ არა არ ვიცი?
არ მინდა უხერხულად ვაგრძნობინო თავი და ისე მივიდე, რომ არ უნდოდეს ჩემი იქ მისვლა.
1. თუ უნდოდა და დაინტერესდა ჩემით ხო მოვიდოდა მანამდე იქ სადაც ერთმანეთს ვხვდებით და დამელაპარაკებოდა? და არ ივლიდა ესე შემვლითი გზებით?
2. თუ იმ დაპატიჟების უგულებელყოფის გამო იფიქრა არ ვაინტერესებ საერთოდო?
არადა მე მორიდების გამო ვერ მივედი და არც ის მინდა იფიქროს თავს იფასებს და თავი ვინ გონიაო : (
თქვენ რას იზავდით?