მე ძველმოდური ვარ.
ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი, როცა ჩამოვდივარ ავტობუსიდან, მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ.
მე ძველმოდური ვარ.
დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს ვინ იხდის დღეს?
მე ძველმოდური ვარ.
მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე - მკითხოს მოვიხვიე თუარა თბილი შარფი ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა.
მე ძველმოდური ვარ.
თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი,რომ მე ვიყო ნაზი,სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი.
მე ძველმოდური ვარ.
მე არ დავწვბი დასაძინებლად თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს სანამ ის კიბებეს ამოივლის.
მე ძველმოდური ვარ.
მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო
მე ძველმოდური ვარ.
მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი, და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ".
- ანჯელინა ჯოლი.
<<
ნუ მოკლედ, ეს ალბათ გექნებათ წაკითხული, ოღონდ ლაითად, ან ხელი ჩაგიქნევიათ (ვინმე ქართველი ეყოლება გენშიო) გიფიქრიათ.
მაგრამ რომ დავუკვირდეთ ბევრი რამ უკვე გადაწყვეტილია. ჩვენი ცხოვრებაც, ქალის და მამაკაცის არსიც. კაცი ყოველთვის ძლიერ პიროვნებად დარჩება,რომელსაც ზურს უკან ამოვეფარებით.. რამე პრობლემის დროს, მის იმედს დავიტოვებთ,მის გვერდით თავს დაცულად ვიგრძნობთ.
დიახ,ჩვენ სუსტები ვართ.
კაცებად არ აღვიქვამ, ქალის დამყოლობით, და იმ აღვირახსნილი სისულელეებით ტვინგამოჭედილ ნაბიჭვრებს, ქალის პატივისცემა,რომ არ იციან. სახლში,რომ კეტავენ. ტანსაცმლის კარადას რომ უმოწმებენ,და მექანიკურ მანქანად მოიაზრებენ.
დიახ ჩვენ სუსტები ვართ,და ამიტომ აქ კი არა,სრულიად მსოფლიოში ძალადობა ქმრების მიერ არასდროს შეწყდება.
ქალი არის პიროვნება,რომელსაც აქვს თავისი აზროვნება,თავისი შეხედულებები. მისი გადასაწყვეტია რას იზამს, კარიერას აიწყობს,ბავშვს მოუვლის, თუ ნასკებს დარეცხავს.
სამივეს გაკეთება შესაძლებელია, თუ კარგი მამაკაცი გეყოლება გვერდით. შვილებსაც აღზრდი, არ იგრძნობ ზეწოლას.
შვილის გაზრდა დედის მოვალეობაა. და ეს სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს.
თუმცა რაც არ უნდა ითქვას, ჩვენზე და ჩვენს უფლებებზე,ჩვენ მაინც სუსტები ვართ.
რაც არ უნდა დავიბოხოთ ხმა, და კაცზე მაგარი ხელფასი გვქონდეს,მაინც სუსტებად დავრჩებით რადგან ჩვენი პოზიციები უკვე მყარადაა გამტკიცებული, და მას მხოლოდ პატივისცემა,ურთიერთაგება და რაც მთავარია სიყვარული სჭირდება.
ძველმოდურობას რაც შეეხება, მე ვარ ალბათ...
ვოცნებობ ოჯახზე... თანამედროვე, ლამაზ ოჯახზე , სადაც ყველას ერთმანეთი ეყვარება და პატივს სცემს... და ისიც კი მჯერა,რომ სამუდამოდ ერთ ადამიანთან შემიძლია ვიყო,მიყვარდეს,მიზიდავდეს... .
დიახ.
მე ვთვლი ჩემს თავს სუსტად.
და არ მრცხვენია ამის აღიარების.
რას თვლით თქვენ? რამდენად ძველმოდური ხართ?
ბევრი ცნობილი ადამიანის გამონათქვამია,მსგავს საკითხზე,და ვეცდები შემოგაპაროთ...
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"