გვერდითა თემამ მუზაზე მომიყვანა

ამ განყოფილებაში ბევრი ისეთი თემა იხსნება, სადაც კონკრეტულ ინდივიდუალურ ან ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს და ნიშან-თვისებებს ეთნიკურ ქართველებზე აზოგადებენ ან ალოკალიზირებენ, რაც აბსურდია.
მაგრამ არის რეალური მახასიათებლები, რომლებიც მართლა მასიური ჭირია ჩვენი საზოგადოებისათვის.
ერთი-ერთი ასეთი მახასიათებელია ის, რომ საქართველოში მამრების დიდ ნაწილს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, სექსი ჰგონია ქალის შეურაცხყოფა.
ამის უამრავი მაგალითი, მეტიც, უთვალავი მაგალითი მქონია ჩემი ცხოვრების მანძილზე ვირტუალშიც და რეალშიც და დარწმუნებული ვარ თქვენც. ან თავადაც ამ კატეგორიას ეკუთვნით.
ეს იმდენად დამახასიათებელი მომენტია, რომ ლამის უკვე ყოფით "კულტურად" არის გადაქცეული და მასზე მთელი ნაციონალური მენტალიტეტია დამყნობილი.
ამიტომაც არის, რომ ქართველი მამრების დიდ ნაწილს არ სურს მისი და და ბიძაშვილი მოდღნას ვინმემ, ამიტომ არ სურს არაქალიშვილი ცოლი, ამიტომ მწარდება ქართველ გოგოზე, თუ მას უცხოელ მამრთან დაინახავს, ამიტომ დასცინის გოგოს მამას, ძმას, ბიძაშვილს, თუ მისი ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ჰყავს მოდღნული და ასე შემდეგ.
სწორედ ამ ფაქტორზეა დაყრდნობილი ის მახინჯი მენტალიტეტი, რაც ელემენტარულად ნორმალური სექსუალურ ურთიერთობების მთავარი ბარიერია საზოგადოებაში.
რატომ გგონიათ სექსი ქალის შეურაცხყოფა?
იყავით გულახდილები და არ ითამაშოთ