http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...as-gegmavs.htmlსტატიის გაცნობა შეგიძლიათ ლინკზე და სპოილერშიც.
ვინც როგორ მოიხერხებთ და მოგესურვებათ
ევროკავშირი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტირებისთვის 2 მილიარდის გამოყოფას გეგმავს» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ევროკავშირი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში 2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმზე დღეს რიგაში ევროკომისიამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობის საკითხი წარადგინა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების სახით 200 მილიონი ევროს გრანტები გამოიყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ეს დახმარება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 2-მილიარდიან ინვესტირებასაც გულისხმობს. აღნიშნული თანხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყოფა.
"ევროკომისიამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო, რათა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის სავაჭრო კავშირები განვითარდეს. ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის კარგი ინსტრუმენტი, რათა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკა ევროკავშირთან და ჩვენს შიდა ბაზართან დაახლოვდეს. ორი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ამ ქვეყნების ეკონომიკას უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის და ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირებას, რაც მოსახლეობაში უფრო მეტ სამუშაო ადგილებს წარმოშობს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა კი აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკონომიკისთვის, რაც სამუშაო ადგილების შექმნისთვის მთავარი მამოძრავებელია.
"ახალი დახმარება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბიზნესებისთვის ხელშესახები მხარდაჭერა იქნება, რაც მათ პოტენციალს გზას გაუხსნის და დაეხმარება ასოცირების შეთანხემის შედეგად სარგებლის მიღწევასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში. ეს არის ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შესრულებული წვლილის კონკრეტული მაგალითი", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
კარგი ამბავია, მაგრამ შეკითხვები გამიჩნდა.
სტატიაში არ წერია დაზუსტებით, რომ რამდენი დაიხარჯება თითოეული ქვეყნისთვის.
ორი მილიარდი თითო ქვეყანას გამოეყოფა თუ სამივეს ერთად? ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმები ფაქტს.
იმედია წინა მთავრობისგა განსხვავებით მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხა და ჯიბეში არ წავა.
რამდენი გაანიავეს იმათმა, 4 მილიარდი ხომ? ასე მახსოვს, შეიძლება ვცდები
.