#42488357 · 9 Oct 2014, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მსგავს შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცეს. ბაიკის ცოდნა არ ნიშნავს, ერთი დანიშნულების ადგილიდან, მეორე ადგილამდე უვნებელად მისვლას. ბევრი ახალდამწყები ძალიან მალე რწმუნდება საკუთარ "შესაძლებლობებში" უთამამდება, კარგავს უსაფრთხოების ნორმებს და ამას რა შედეგამდეც მივყავართ ყველამ ვიცით. ამიტომ, დავთქვათ ხოლმე ერთი დღე, შევიკრიბოთ, დავსვათ კითხვები, ვივარჯიშოთ და სულ მცირე რაღაც ახალს ყოველთვის გავიგებთ, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ არც თუ ისე სახარბიელო შემთხვევები.
P.S. ხო, რა მინდოდა კიდევ მეთქვა.. მეცადინეობის შემდეგ, კარგი იქნება თუ სადმე გემრიელ ხინკალს ჩავუჯდებით მამაპაპურად
--------------------
"Hey you bastards! i'm still here!"
|