"კავკასუს ონლაინში" კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია განმარტებას აკეთებს. "კავკასუს ონლაინმა" რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კავკასუს ონლაინი" სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1-ელ ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, "კავკასუს ონლაინის", ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის შესვლა "კავკასუს ონლაინში" კომპანიის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას უკავშირდება
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-akethebs.htmlძალიან არ მომწონს ეს ამბავი. რას ვგულისხმობ ამას დროთა განმავლობაში გაიგებთ მიხვდებით