კი, ჯერ მისწავლია და მერე მიმუშავია.
სწავლის გაგრძელების ერთი და ყველაზე რეალური გზა არის
აიღო იქაური სტიპენდია, ანუ იაპონიის მთავრობის. არის ასეთი პროგრამები, საელჩოს საიტზეც დევს ინფორმაცია.
მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე მოქმედებს ეს სტიპენდიები ძირითადად.
ზოგ მიმართულებას მოეთხოვება იაპონური ენის ცოდნა, ზოგს არა. მე რომ წავედი საერთოდ არ ვიცოდი ენა
და იქ ვისწავლე. იაპონიის მთავარობის სტიპენდია ძალიან კარგია და ბევრ რამეს გინაზღაურებს.
შენი მთავარი საზრუნავი იქნება მხოლოდ იქაური პროფესორის მოძიება, რათა მან თანხმობა განაცხადოს
შენს მიღებაზე. ამის შემდეგ ყველაფერო შენს ბაკალავრიატის მონაცემებზეა დამოკიდებული.
კონკურსს იაპონიის მხარე ატარებს და ამით დაცული ხარ ქართული ჩაწყობებისაგან და ა.შ.
ხო და მთავარია, იქ ცხოვრება ძალიან რთულია. ვგულისხმობ მენტალიტეტს, აზროვნებას, გაგებას იმ ერისა.
ამ ყველაფერთან შეგუება ქართველს ძალიან უჭირს და ეს გაითვალისწინე.
დარჩენის ვარიანტი მინიმალური. თუ იაპონური კარგად იცი შანსი დარჩენის ცოტა იწევს, თუმცა მაინც მცირე

იქ უცხოელები welcome არ არიან. ისე კი ფანტასტიური ქვეყანაა, გადასარევი.