გადავწყვიტე, გამოვაქვეყნო ჩემს ხელთ არსებული მორიგი წერილი, რომელშიც ამჯერად საუბარია ჩვენი პარტიის წევრების და ლიდერების მხრიდან, ქვეყნისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, მეტად საზიანო გეგმებზე. მიმაჩნია, რომ კიდევ ერთ სამოქალაქო ომს და სისხლიან დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს.
მივიღე შენი წერილი, გამეხარდა. ახლა შაბათის კურიერში გიყურე სარფიდან. შუამთაში ჩატარებული მთავრობის სხდომა გამახსენდა კარგია.
მე, პარტიას, ჩემი მოსაზრებები მივწერე სამომავლო მოქმედებებზე. ვფიქრობ, არსებითად ემთხვევა იმას, რასაც შენ ამბობ და ალბათ ეტყოდი კიდეც ბიჭებს თურქეთში.
ჩემი აზრით რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ შენ შეგიძლია განახორციელო.
უკრაინის ამბები ცხადყობს, რომ დასავლეთი კი არის გამწარებული პუტინზე მაგრამ მხოლოდ სანქციებს გაამკაცრებს და ალბათ შეიარაღებას მიცემენ უკრაინას. არამგონია რომ არ ესმოდეთ რომ მარტო უკრაინის ბრძოლა განწირულია, ასევე, წესით უნდა ხვდებოდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობები გაუჩნდეს პუტინს, ანუ, გაიხსნას ახალი ფრონტები, ბევრი ცხელი წერტილი ჰქონდეს რუსეთს გარშემო, წესით აქ არის ჩვენი შანსი. საქართველოში ჩვენი დაბრუნებით ხელისუფლებაში, რუსეთს ცხელი წერტილები უჩნდება ჩრდილო კავკასიაში და სწორი, კარგი მუშაობით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. სანქციების პირობებში, შიდა ტერაქტების პირობებში, პუტინს დაენძრევა, ხუთ ფრონტზე ვერ იომებს. ყველაზე სასწაული და დაუჯერებელი უკვე ხდება - რუსეთი უტევს უკრაინას. დანარჩენი მოქმედებების წამოწყებას მხოლოდ საქართველოში ძლერი და თავზეხელაღებული მთავრობა ჭირდევა. შენ უკეთ იცი ამერიკელებს ეს თუ ესმით, უფრო აშინებს და აფრთხობს ჩვენს მიმართ თუ პირიქით ჩვენს სასარგებლოდ განაწყობთ. წესით უნდა აწყობდეთ. დასავლეთი რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შევა.
დასავლეთს თავი რომ დავანებოთ ეს წესით უნდა ესმოდეს უკრაინას, რადგან ერთი ფრონტი რუსეთისთვის არაფერია და ალიევს, რადგან საყოველთაო არეულობაში, ეს მისი ერთადერთი შანსი იქნება. გამალებული მილიტარიზაცია ხომ რაღაცაში უნდა გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, უკრაინის შემდეგ (როცა საქართველო პოლარიზებული ყავს) ალიევი იქნება შემდეგი სამიზნე და მაგის ჩამოგდებას არაფერი უნდა, პირიქით დემოკრატიულ რევოლუციად მოინათლება.
რაც არ უნდა უცნაურად და პარადოქსულად ჟღერდეს დღეს, ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, უკრაინას თავს რუსეთი ასე ვერ დაესხმებოდა, ჩრდილო კავკასიის და აზერბაიჯანის კრუჩოკი ჩვენ ვართ, აქ კი, თავისთვის, იდეალური მთავრობა ჰყავს.
მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, ფანდრაიზინგიც ამ ორი ქვეყნიდან უნდა მოხდეს და ამასაც შენს მეტი ვერავინ შეძლებს. დაახლოებით 50-70 მდე შეიძლება დაჭირდეს, რომ აქ საქმე იქამდე მივიდეს სადამდეც საჭიროა. ეგ მაგათთვის ზღვაში წვეთია. აზერების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით, აზერბაიჯანიდან უნდა აფრინდეს ვეტმფრენი, რომელიც, შენ სანტა-კლაუსივით თავისუფლების მოედანზე დაგსვამს. ( ხო გახსოვს, მშვენივრად ჯდება
შეიძლება იფიქრო, რომ ციხეში გავრეკე, მაგრამ სულაც არ არის ეგრე, სინამდვილეში ჩვენი სწრაფი დაბრუნების და მერე ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსია ყველაფრის არევა, რაც კი რუსეთს უკავშირდება. მგონი რომ დასავლეთშიც უკვე ესმით, რომ სანამ პუტინი საჭესთან იქნება, სიმშვიდე არ ჩამოვარდება რეგიონში. ამ ყველაფრის მოქოქვის ტრაკი, ცხადია მარტო შენ გაქვს. სხვას არც მაშტაბი აქვს და არც გაქანება ეყოფა ამისთვის. უკრაინელებს და ალიევსაც, შენს მეტი ვერავინ დაარწმუნებს, მხარდაჭერის სხვა წყაროს მე ვერ ვხედავ. ჩვენს მეგობრებს, (არ დავკონკრეტდები) ამ მაშტაბის სახსრები არ აქვთ. მოკლედ, თუ ეს ყველაფერი makes séance მე მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო, რადგან, ამ ათი წლის განმავლობაში, რეალურად პირველად ვხედავ შანსს, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, თუნდაც რისკის და სისხლის ფასად. სასაცილოა შეიძლება ცოტა ამას რომ ციხიდან ვიწერები, მაგრამ ციხეში გონება გონება მართლა იცვლება და სხვა სიღრმეს, თუნდაც სიგიჟეს იძენ ადამიანი და ამ ყველაფრის კეთება სიღრმისა და სიგიჟის გარეშე შეუძლებელია.
რაც შეეხებაშენს მოსაზრებას, რომ ბოკერია იმიტომ გებრძვის (ოღონდ საერთოდ არ გებრძვის) რომ რევოლუციის პირობებში, შენ იქნები ისევ ერთპიროვნული ლიდერი და ამის ეშინია, არ დაგიმალავ და ეგ მეც მაშინებს, თუმცა, ამავდროულად ღრმად მწამს, რომ როგორც პრაგმატული ადამიანი, გააცნობიერებ, რომ შენ სახელი და დიდება სწორედ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოგიტანა, ხოლო, იქ სადაც სისტემა ავტორიტარული და ბრუტარული დატოვე, სწორედ მანდ გეტირა და გვეტირა ყოფა. მოკლედ, ამაზე მსჯელობის დრო ალბათ კიდევ ბევრი გვექნება, მთავარი ისაა რაც მოგწერე.
