#44534790 · 8 May 2015, 11:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც ყველაზე უფრო ეს მაღიზიანებს. საბჭოთა კავშირში რუსულ ენას ძალით
გვტენიდნენ, ახალ კი ინგლისურს ჩვენ თვითონ ძალით ვიტენით.
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით. მშობლიური ენა კი
თითქმის მივივიწყეთ.
შემთხვევა გვქონდა ,ერთ-ერთმა კომპანიამ მომსახურების ასანაზღაურებლად
ინვოისი ქართულ-ინგლისურ ენაზე გადმოგვიგზავნა. როგორც ჩანს ,რისი გადათარგმაც
შეძლეს ის გადათარგმნეს დანარჩენი ქართულად დატოვეს. სასაცილო იყო სატირალი რომ არ
ყოფილიყო. ჩვენმა ხელმძღვანელმა როცა მოთხოვა ინვოისის შეცვლა ისე გააპროტესტეს ,თითქოს
ჩვენ ჩავაყენეთ ასეთ სასაცილო მდგომარეობაში. ინვოისიც შევაცვლევინეთ და თანამშრომლობაც
შევწყვიტეთ.
იქნებ ეს წერილები ვინმესთვის დასაფიქრებელი გახდეს. ან ქართული შრიფტით , რომ არ წერენ
ვერ ვგებულობ ჩვენს დამწერლობაზე ლამაზი თუ არის რომელიმე? ეს ხომ ჩვენი მშობლიური ენაა
რომლის შენარჩუნაბას და ჩვენამდე მოტანას, რამდენი ემსხვერპალა?
წერეთ და ილაპარაკეთ სახელმწიფო ენაზე დაწესებულებებში მაინც.
--------------------
თბილისის რუკა, ონლაინ ცნობარი. http://geo-guide.ge
|