წერალი ლელა კოდალაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი ებოლას საშიშროების გამო „ჩააგდეს“, დღეს აცხადებს, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია, ინფორმაცია კი საკუთარი ფანტაზიის მიხედვით განავრცო.
როგორც კოდალაშვილი “კვირასთან“ საუბრისას ჰყვება, მან ყაზბეგის გამზირზე ავტობუსის ერთ-ერთი გაჩერებიდან დაახლოებით 20 მეტრში ძირს დავარდნილი შავკანიანი მამაკაცი, მართლაც, დაინახა, მას გამოელაპარაკა და დახმარება შესთავაზა, თუმცა არ დაინტერესებულა, როგორ აღმოჩნდა ის ამ მდგომარეობაში. მწერლის განმარტებით, მას მამაკაცმა უთხრა, რომ ფრანგი იყო. ლელა კოდალაშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი წარმომავლობის დასახელებით მამაკაცი ცდილობდა დამტკიცებას, რომ არა აფრიკიდან, არამედ საფრანგეთიდან იყო და ებოლას ვირუსი არ ექნებოდა. თვითმხილველი დღეს უკვე აღიარებს, რომ მას შავკანიანი მამაკაცის ავტობუსიდან გადმოგდების ფაქტი არ დაუნახავს, მისთვის ეს არც დაზარალებულს და არც მგზავრებს დაუდასტურებიათ და, როგორც მწერალმა, მან მხოლოდ საკუთარი ფანტაზია განავითარა. მოგვიანებით კი ვარაუდი მტკიცებით ფორმაში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
http://kvira.ge/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A...3%98-%E1%83%9B/ეს ქალი :|
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx