http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=42478 გასულ წელს პორნოსაიტებზე ბრიტანეთის პარლამენტის კომპიუტერებიდან თითქმის 250,000 შესვლა დაფიქსირდა.
The Telegraph-ის ცნობით, მხოლოდ აპრილის თვეში პორნოგრაფიულ საიტებს 42 ათასი მონახულება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებგვერდს დღეში თითქმის 1 300 ვიზიტორი სტუმრობდა. გამოცემის ინფორმაციით, პორნოსაიტებზე შესვლა როგორც პარლამენტის თანამშრომლების, ასევე დეპუტატების კომპიუტერებიდანაც ფიქსირდება.
მეორე ყველაზე პოპულარული თვე ამ მხრივ იყო 2014 წლის ოქტომბერი, როდესაც მნახველთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია.
გადასახადების გადამხდელთა ალიანსის ხელმძღვანელი ჯონათან ისაბი ამბობს, რომ ზოგიერთი „ვიზიტი“ შესაძლოა ე.წ „პოპ-აპ-ის“ გამო მოხდა, თუმცა მისივე თქმით, ეს რიცხვი იმდენად მაღალია, რომ ეჭვის საფუძველს იძლევა.
2013 წელს, როდესაც პორნოგრაფიული საიტებზე ვიზიტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დევიდ კამერონმა პირობა დადო, რომ დაბლოკავდა მსგავსი შინაარსის ვებგვერდებს „ინტერნეტის ყველაზე ბნელი კუთხეებიდან“. ამ წელს ბრიტანეთის პარლამენტის კომპიუტერებიდან პორნოსაიტებზე შესვლის 350,000 შემთხვევა დაფიქსირდა.