№ 18 განმარტებითი ბარათი [აფხაზეთის უმაღლესი საბჭო]
დანართი
საკანონმდებლო წინადადების
„საქართველოსკანონი
„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და
მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“
განმარტებითი ბარათი
თავი 1. შესავალი
1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, რაც უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ჩვენს ქვეყანაში უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების განვითარებას დაუდო საფუძველი. კერძოდ:
1992 წ. 2 იანვარს შექმნილი კრიმინალური „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე - 1992 წ. 10 მარტს შექმნილი „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი აფხაზეთში მიმდინარე კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე
საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე
1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე
საქართველოში 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები, არ გამოხატავდნენ რა ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, არ/და/ვერ ანხორციელებდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეფექტურ პოლიტიკას; აგრეთვე
1992 – 2008 წ.წ. მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის გაუთვლელ და ავანტურისტულ ქმედებათა გვირგვინად იქცა, რუსეთი ფედერაციის იმპერიული ცნობიერების მატარებელი ხელისუფალის მიერ წინასწარდაგებულ მახეში გახვევის გამო, 2008 წლის აგვისტოში დაწყებული „რუსეთ - საქართველოს ომი“, და მისი სავალალო შედეგი, რუსეთის მიერ - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის გაჩენა.
თავი 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე განსახორციელებელი
სამართლებრივი ნაბიჯები
აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 წლის სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდგომად ფორმირებულ სახელისუფლო სტრუქტურათა ერთობლივი მოქმედების შეწყვეტისა [1992. 3 აპრილი], - ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ 1993 წ. სექტემბერსა და 2008 წ. აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ქ. თბილისში მომქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მიზეზთ გამო, სათანადოდ ვერ პასუხობს დღევანდელობით გამოწვეულ მოთხოვნებს.
წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შექმნას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური მოდელი.
ამ მიზნით შემოთავაზებულია შეიქმნას სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული - „...უმაღლესი საბჭო, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო, შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული იმ დეპუტატებისაგან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეროვნების დიდი ნაწილის ინტერესებს და რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის, 1995 წლის 14 ივნისის, 1996 წლის 17 აპრილისა და 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილებებით“ [„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 1,2].
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, მიზეზთა გამო, მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს, „აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული მოთხოვნით - „ხალხითავისუფლებასახორციელებსუშუალოდემოკრატიისფორმებისადათავისიწარმომადგენლებისმეშვეობით“ [მუხლი 4].
წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული სახელისუფლო მმართველობის ახალი დროებითი რგოლის - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ შექმნა, სწორედ კონსტიტუციის ხსენებული მუხლით განსაზღვრული უფლების, არსებულ გარემოსთან ეფექტური მისადაგებითაა განპირობებული.
მისაღები კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“ სამი პირობითი ერთეულისაგანაა შემდგარი.
კანონის მიხედვით სათათბირო ხმის უფლება უნარჩუნდებათ, დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში მომქმედ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ წევრებს, ანუ უკვე ხსენებულ - 1991 და 1992 წლებში ჩატარებული არჩევნების გზით არჩეულ დეპუტაციას.
შემოთავაზებული - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მესამე პირობითი ერთეული შედგება, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე - საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და, შემდგომში, ქართული ტერიტორიის ანექსიისა და ოკუპაციისას განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტებში ჩაწერის მქონე მოსახლეობის მიერ, შესაბამის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარული პრინციპით, სამი წლის ვადით არჩეული სამ-სამი დეპუტატისაგან.
კანონის მესამე - მეექვსე მუხლებით განსაზღვრულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ მაჟორიტარული პრინციპით არჩეულ დეპუტატთა გადამწყვეტი როლი სახელისუფლო სტრუქტურათა ეფექტური მართვის უზრუნველყოფაში.
კანონის მე-8 მუხლი - „გარდამავალი დებულებები“ განსაზღვრავს შემოთავაზებული დროებითი სახელისუფლო სტრუქტურის პრაქტიკული ამოქმედების პრინციპებსა და დროით რეგულაციას. კერძოდ:
კანონი, „საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ ავალდებულებს ორი თვის ვადაში უზრუნველყოს:
საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ამომრჩეველთა, გამოყოფა, ანუ ცალკე სიის მომზადება;
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე ფორმირებული საარჩევნო კომისიებისათვის, მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მქონე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ამომრჩეველთა სიის მიწოდება; და
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მაჟორიტარული არჩევნების მოთხოვნათა გათვალისწინებით, არჩევნების ჩატარება.
კანონი საქართველოს პარლამენტს განუსაზღვრავს იმ ვადებს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა დაინიშნოს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილ ამომრჩეველთა მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მაჟორიტარი დეპუტაციის არჩევნები.
კანონის თანახმად, არჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობიდან, ვიდრე „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის საბოლოო ძალაში შესვლამდე, სხდომებს უძღვება უხუცესი მაჟორიტარი დეპუტატი.
„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის შესამუშავებლად შექმნილი დროებითი კომისიის მიერ, საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით შექმნილი სამუშაო რეგლამენტი, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სხდომაზე დამტკიცებისა და მის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ ხდება „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი სამუშაო დოკუმენტი.
ბუნებრივია, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“, როგორც სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლის ფუნქციონირება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდელ დროშია გათვალისწინებული.
სწორედ ამ შინაარსს აფიქსირებს საკანონმდებლო წინადადების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი:
„ საქართველოს პარლამენტის მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შეჩერებულად გამოცხადდეს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია [1978 წლის რედაქცია];
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
გ) ამ დროისათვის არსებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ უფლებამოსილება“.
დასასრულს დავძენთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ცვლილებები, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში, თავის წვლილს შეიტანს, მიზეზთა გამო, დრეისათვის შექმნილი მდგომარეობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების საქმეში.
თავი 3. კანონპროექტის ავტორი
საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, ავტორი:
- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სსპიკერი;
- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;
- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;
- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;
- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;
- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე
- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე;
- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;
- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;
- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.
თავი 4. კანონპროექტის ინიციატორი
საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“,ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სსახელით, საინიციატივო ჯგუფი:
ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.
http://www.ufali.ge/index.php/საკა...საბჭო