http://jobs.ge/52803/და თუ ლინკს ვადა გაუვიდა:
---------------------------------- * * * * * * * * ----------------------------------
სიცილის თერაპიის ტრენინგი თბილისში
19, 20 იანვარი, 2013 წ.
ტრენინგს უძღვება პოზიტიური ფსიქოლოგიის ტრენერი, ინდოეთის მედიტაციური ფერწერის ცენტრის ხელმძღვანელი - მაგნო შავდია.
ხანგრძლივობა: 19, 20 იანვარი, 12:00-დან 20:00-მდე, 3 შესვენებით.
ტრენინგის საფასური: 250 ლარი; სტუდენტებისათვის 200 ლარი.
გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი.
ტრენინგის ორგანიზატორი: ტრენინგ ცენტრი "იმიჯ-ჰოლი"
მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქ. 30
ტელ: 2 514668, 2 514667
ელ.ფოსტა: xatunainbox@mail.ru
სიცილის დადებითი თვისებების კვლევით მეცნიერები წინა საუკუნის 70-ანი წლებიდან არიან დაკავებულნი. ლოს ანჟელესის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიცილის კათედრაც კი არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა გამოიკვლიეს სიცილი, როგორც გარკვეული თერაპია, და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე:
** სიცილის დროს 80-ზე მეტი კუნთი იღებს სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას. იგი შეგვიძლია აერობიკის მაგივრად გამოვიყენოთ სხეულის სიმკვრივისა და კორექციისათვის.
** სიცილი ხელს უწყობს ორგანიზმში უამრავი პროცესის ნორმალიზებას, როგორიცაა - ნივთიერებათა ცვლა, ჰორმონული დისბალანსი, ძილი, მადა და ა.შ.
** და სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სიცილით მკურნალობა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მედიკამენტური. მეთანხმებით?
ვრცლად... თუ ადამიანი შეძლებს სიცილს ყოველ დღე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, მისი ნერვიული სისტემა და ჯანმრთელობა მუდმივად მწყობრში იქნება.
საუკეთესო და ყველაზე პროდუქტული დასვენება - რამდენიმე წუთით ფიქრის შეწყვეტაა. შეგიძლიათ თუნდაც 1 წუთით გაათავისუფლოთ ფიქრებისაგან?
როდესაც იცინით - არ ფიქრობთ.
გასული საუკუნის სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, სიცილის პოზიტიურ ემოციურ, გონებრივ და სულიერ სარგებელს.
სიცილის თერაპია აერთიანებს სიცილის სწავლებას და გარკვეულ სუნთქვით ვარჯიშებს, რაც ტვინის, ორგანოების და მთელი ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას უწყობს ხელს.
ევროპაში, სიცილის თერაპიის ვარჯიშებს აკეთებენ კომპანიებში, კორპორაციებში, ფიტნეს ცენტრებში, იოგა-სტუდიებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში.
სიცილი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა პრობლემებისა და კუჭ-ნაწლავის დისბალანსის შემთხვევაში. აგრეთვე, იმუნიტეტის ასამაღლებლად.
სიცილის თერაპიის კურსში, ასევე, შესულია "რელაქს-ტექნიკები", რომლებიც დაგეხმარებათ სიცოცხლისუნარიანობის, ხალისისა და სიმშვიდის განმტკიცებაში, რაც თავისთავად დადებითად აისახება ყველა იმ სფეროზე, რისგანაც შედგება თქვენი ცხოვრება.
მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შემოგვიერთდით.
პ.ს
ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთო?