thugშავგვრემან ცოლ-ქმარს გაუჩნდათ წითური ბავშვი.
ქმარი, რა თქმა უნდა გადაირია, ვისგანაა და მთელი ამბები...
აქეთ ცოლი, ეს როგორ მაკადრე და ა.შ. მოკლედ, სკანდალი. მთელი ნათესაობა ჩაერთო. დნმ-ის ანალიზიც აიღეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველაფერი წესის და რიგის მიხედვითაა, მამა ქმარია.
სიტუაცია ჩაწყნარდა, მაგრამ ყველას აინტერესებს რა მოხდა.
ვის არ მიმართეს, ბოლოს სექსოლოგთანაც მივიდნენ.
სექსოლოგმა გამოჰკითხა წინაპრების და ა.შ. შესახებ ყველაფერი, მაგრამ არავინ ჰყავთ ჟღალთმიანი.
ბოლოს სექსუალური აქტის სიხშირეზე ეკითხება, კვირაში რამდენჯერ გაქვთ სექსიო, ზოგჯერ სულაც არ გვაქვსო, აბა თვეშიო. ზოგჯერ თვეშიც ერთხელაც არაო, აბაო ეკითხება ექიმი. რა ვიცი, ალბათ წელიწადში ერთხელო უპასუხეს.
უჰ, აბა მაშინ ჟანგის ბრალი ყოფილაო - დაასკვნა სექსოლოგმა.