მოკლედ ბავშვობაში ვიყავი მაგარი კომპლექსიანი, აი დაჩაგრული ტიპები რომ არიან ეგეთი

ხალხთან ურთიერთობა არ მეხერხებოდა. გოგოებთან ურთიერთობა ვაფშე მეშინოდა.
ახლა მივხვდი ამის მიზეზს: მამა არ მყოლია, დედა მზრდიდა, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. არ მქონია მოდელი ქალი/კაცი ურთიერთობის. თან დედისერთა ვარ და არც სხვასთან ურთიერთობის მოდელი არ მქონია.
სტუდენტობისას არ მივლია უნივერსიტეტში საერთოდ - ვმუშაობდი რომ დედაჩემი ისეთი გადაღლილი აღარ ყოფილიყო. (სევდიანი მუსიკა)
ეხლა საკმაოდ წარმატებულად ვითვლები ჩემს პროფესიაში, ჩემი ასაკისათვის საკაიფო შემოსავალი მაქვს, პერსპექტიული სამსახური, ბლა ბლა, შესახედავათაც ნორმალური ვარ, მარა ვაფშე არავინ არ მყავს


ეს მაგრად მიტყდება მარა მაინც დაფარული ნიკით ვარ და დავწერ - გოგოსთვის არ მიკოცნია საერთოდ

(უფრო სევდიანი მუსიკა)
მეგობრების წრეც ისეთი მყავს რომ გოგოები არ იჩითება. (უფრო სწორედ ვინც იჩითება ის არ მომწონს)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იდეალისტი ვარ, იმენა ჩემს სტანდარტებში თუ არ ჯდება გოგო არ მინდება მასთან ურთიერთობა. რამოდენიმე საკმაოდ კარგ გოგოს მოვწონებივარ და თვითონ მოდიოდნენ კონტაქტზე მაგრამ მე არ მიაქტიურია. (ეს ბოლო პუნქტი ვიცი რომ ბანძობაა და ვცდილობ გამოვსწორდე ).
თან მარტო იმიტომ ვიყო ვინმესთან რომ პროსტა ვიყო/სხვებს ვაჩვენო რო ვიღაც მყავს არ მინდა, მირჩევნია მარტო ვიყო.
მოკლედ რა შეიძლება აქ ვქნა, როგორ გავიჩითო ისეთ ადგილებში სადაც შემეძლება გოგოების გაცნობა?
ეხლა ვცდილობ ქუჩაში ვინმე რომ მომეწონება მივიდე და გავიცნო მაგრამ მაგარი რთული აღმოჩნდა, ჩემს თავს ვერ ვლახავ. (ბავშვობის კომპლექსები კიდე ხოდშია)