ერთობ გრძელი ტემაა და ტომები არ ეყოფა ამ თემის გაშლას.
ე.წ. "დაცემული ანგელოსური არსებები" არიან ზეადამიანური არსებები რომლებიც გაცილებით ახლოს დგანან ადამიანთან ტავიანთი ევოლუციური შეფერხების გამო ვიდრე მაღალენტელეხიური არსებები (რელიგიურად რომ ვთქვათ სულიერ-ღვთაებრივი იერარქიული არსებები)
ეს "დაცემული" ზეადამიანური არსებები თავიანთი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ფერხდებიან და ამ თავის განვითარებას უკავშირებენ ადამიანს.
ეს გამოიხატება იმაში რომ ისინი ქმნიან ადამიანის ორგანოებს (შინაგანსაც და გრძნობის ორგანოებსაც). პარალელურად და შესაბამისად ისინი მუშაობენ ასე ვთქვათ (გლეხურად გიხსნი) დამყაროს ელემენტების გამკვრივებაზე, მყარი მატერიის წარმოქმნაზე, რასაც უნდა მიემართოს ადამიანის შემეცნება.
ამ ორგანოების მეშვეობით ადამიანმა დაიწყო შემეცნება თავისი თავის გარეთ. ორგანოები მიაპყრო გარე სამყაროს. ხოლო თავისი ნამდვილი შინაგანი არსისა და ბუნებისთვის ადამიანის შემეცნება ჩაიკეტა.
მაღალენტელეხიური არსებები (სულიერ-ღვტაებრივი იერარქია) არ მონაწილეობდა ამ ორგანოების შექმნაში, მათ ის არც ჭირდებათ და არც შეესაბამებათ მაღალი განვიტარების შესაბამისად.
ამიტომ ისინი ვერ (ვეღარ) მოქმედებენ ადამიანის ორგანოების გამჭოლ. ვთქვათ, ტვინის გამჭოლ.
შესაბამისად მათთან "დიალოგი" შეწყდა.
სამაგიეროდ ეს ზეადამიანური არსებები წარმოადგენენ ერთგვარ "შუამავლებს" ადამიანის სამყაროსა და ღვთაებრივ სამყაროს შორის. მათი მეშვეობით - ანუ შემეცნების მეშვეობით შეუძლია ადამიანს კვლავ გაიკვალოს გზა ტავისი პრასაწყისისაკენ.
თუმცაღა, რადგან შემეცნება ამ ზეადამიანურ არსებათა გამჭოლ ხდება, ამის გამო რელიგიამ თავის დროზე და ახლაც გადაჭრით უარყო შემეცნების გზა, დაგმო და გამიჯნა ის ღვტაებრივისაგან.
თუმცაღა ეს სულაც არ იყო გამოსავალი. პირიქით- საქმე გააფუჭა ამგვარმა დამოკიდებულებამ და კიდევ უფრო უარესი ურჩხული დაბადა ათეიზმის სახით

ახლა კითხვაზე პასუხი: ადამიანი დაცემულ იერარქიათა მეშვეობის გარეშე ვერ მოიპოვებდა დამოუკიდებელ შემეცნებას,შესაბამისად თავისუფლებას და შესაბამისად ვერ გააკეთებდა თავისუფალ არჩევანს ჩაკეტილ, დესტრუქციულ ეგოსა და შემოქმედი "მე"-ს სიყვარულს ანუ თავ გაღებას შორის.
ეს ერთი პასუხია. სხვა პასუხებიც არსებობს შემავსებელი.
This post has been edited by annavita on 14 Nov 2014, 12:00
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო