არ ვიცი რომელ თემაში მეკითხა და იმედია არ მიწყენთ წალკე თემა რომ გავაკეთე

ჩუღურეთში არის საკაბელო GNN. არ ჭირდება არანაირი რისივერი რომ მიიღო სიგნალი (ადრე რომ აიეტი იყო მაგის მსგავსია, შეგიძლია გაყო გამანაწილებლით და ბევრ ტელევიზორზე ჩართავ). ტელევიზორს, რომელსაც აქვს ციფრული მიღება (აქვს DVB T და არ აქვს DVB-T2 სტანდარტი) იღებს ციფრულ სიგნალს, დანარჩენი ძველი ტელევიზორები იღებენ ანალოგურს. მინდა ამ ტელევიზორებზე ანალოგურის მაგივრად მივიღო ციფრული. ჩვეულებრივი Set Top Box რომ დავუყენო გამომადგება? გამყიდველებმა მითხრეს ვერ იმუშავებსო და თქვენი აზრი მაინტერესებს. რა სტანდარტით შეიძლება მოდიოდეს სიგნალი რომ ის ერთი ტელევიზორი მუშაობდეს და სეთ თოფ ბოქსმა ვერ მიიღოს ეს სიგნალი?
დავრეკე თავად კომპანიაში და მითხრეს ჩვენ გვაქვს 85 ლარად მიმღები და ის უნდა იყიდო სხვა ვერ გარდაქმნისო.რატომ უნდა გადავიხადო 85 ლარი როცა 50 ლარად შეიძლება ვიყიდო სეთ თოფ ბოქსი. თქვენი აზრი მაინტერესებს