დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს
- "ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! და გზა, რომელიც სწორია"...
ნათია სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვართ, რადგან მხიარული და გულახდილი სტატუსების წერისგან ყველა მოქმედი მაღალჩინოსანი ცოლისგან განსხვავებით თავს არასოდეს იკავებს. ამიტომ მის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უწერდნენ, რომ მასში პირველ ლედის ხედავდნენ, რაზეც ნათიამ შემდეგი კომენტარი დაწერა:
"არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზში-თქო? მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის, მერე ვუტირებ მე მაგას დედას! ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ ვიზამ " - წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ალასანიას პარიზში ვიზიტზე ორაზროვანი განცხადება გაკეთა, რასაც მის ირად ცხოვრებაზე არცთუისე სასიამოვნო ჭორები მოჰყვა.
http://www.reitingi.ge/top-news/3390-nathi...html?lang=ka-GE