გამარჯობა
კითხვა თქვენთან და იქნებ მიპასუხოთ:ვარ მაღალი წნევის მატარებელი,თითქმის მუდმივად ვატარებ 170–110–ზე,ხშირად უფრო მაღალსაც კი,ვარ 37 წლის "ბიჭი"

ვიყავი 2 წლის წინ ჯოენის კლინიკაში კარდიოლოგთან, ყურაშვილთან,გადამიღო კარდიოგრამა+ექოსკოპია გულზე–არაფერი გჭირსო,ალბათ გენეტიკურიაო და გამომიწერა დილა–საღამოს დასალევი წამლები,ექსფორჯი და ტენორეტიკი,პირველი ეტაპი (3 თვე) მართლაც მქონდა შედეგი,ჩამოვარდა წნევა 130-80-ზე,მაგრამ შემდეგ ისევ ამივარდა წნევა და მის მერე სად აღარ ვიყავი ყველგან იგივე პასუხი,არავის მოსვლია თავში აზრად,რომ თირკმელები გამოეკვლიათ,ხოდა ჩემით მინდა გამოვიკვლიო თირკმელები და თირკმელზედა ჯირკვალი,მგონი ასე ქვია და იქნებ მირჩიოთ მცოდნე და გულისხმიერი ექიმი რომელიც მომხედავს და საფუძვლიანად გამოიკვლევს ჩემს თირკმელს...ყველაზე მთავარი–მამა მყავს დიალიზზე უკვე 3 წელია და ზუსტად ამის მეშინია მეც...
წინასწარ დიდი მადლობა
მოდერატორთან დიდი ბოდიში