მარტო ფიფა არაა ეგეთი. სხვებიც იგივე ნაგავი არიან, ნუ, შეიძლება, ფიფაში ყველაზე მეტი ფულია...
ფულის მონობამ ეგრე იცის. ფინიად აქცევს ხალხს და დარბიან კუდის ქიცინით "მწყალობლის" გარშემო, თუნდაც განკაცებული ლუციფერი იყოს.
ამ ორიოდე თვის წინ ევროპის ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე დაიდო პუტინის ვარჯიშის ვიდეო სათანადო ტექსტით

ეგ ხომ "დიდი ძიუდოისტია" და წიგნებსაც წერს თურმე და, ლექციებს კითხულობს ძიუდოს კეთილშობილური როლის შესახებ.
იმდენად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა იმ ვიდეოს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ წაიშალა. ან ფეისბუკმა წაშალა რეპორტების გამო, ან თაცად გვერდის ადმინისტრაცია შეაწუხა სინდისმა. სხვათა შორის, უარყოფითი კომენტარების ავტორების უმეტესობა არც ქართველი იყო და არც უკრაინელი. გამპროტესტებლები ამტკიცებდნენ, რომ სამარცხვინოა, ომის გამჩაღებელი გახდეს ძიუდოს სიმბოლო. მთელი მისი მოღვაწეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძიუდოს პრინციპებსო.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!