ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ მისი უწყების დაკავებული თანამშრომლები გამოძიებას არ დაემალებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ კოალიცია "ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრი ძირითადად სწორედ ამაზე საუბრობდა. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, ერთ აზრს უნდა შევეჩვიოთ – არასდროს აღარ დავბრუნდებით იმ დროში, როცა მაღალ ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს და გამოძიებას გარკვეული მიმართულება მისცეს.
"ირაკლი ალასანიას სურვილი აქვს, რომ რაღაც საკითხებში დეტალურად ჩაიხედოს. საერთო აზრია, რომ გამოძიებას მივცეთ საშუალება, სრულფასოვნად და ხარისხიანად იმუშაოს. ძირითადად საუბარი იყო იმაზე, მინისტრის პოზიციაზე, რომ დაკავებულები არ დაემალებიან გამოძიებას. თუმცა ერთ აზრს უნდა შევეჩვიოთ – არასდროს აღარ დავბრუნდებით იმ დროში, როცა მაღალ ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს და გამოძიებას გარკვეული მიმართულება მისცეს", - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის მტკიცებით, არავინაა დაინტერესებული და არავის თვითმიზანი არ არის, რომ "ვიღაც დამნაშავე გამოჩნდეს, პირიქით, თუ ეს ასე არ იქნება, უკეთესია", - აღნიშნა ვოლსკიმ.http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...aemalebian.html This post has been edited by lamazi gogo on 1 Nov 2014, 19:45