crocodileმგონი ცდები.
22Aquariusუმაღლესი განათლების შესახებ დღევანდელი კანონით, უმაღლესი განათლება იყოფა სამ საფეხურად:
1. ბაკალავრეატი - კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი;
2. მაგისტრატურა - სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი;
3. დოქტორანტურა - უნივერსიტეტი.
ესე იგი, კოლეჯი არის ის, რომელსაც მხოლოდ ბაკალავრეატი აქვს;
სასწავლო უნივერსიტეტი არის ის, რომელსაც აქვს ბაკალავრეატი და მაგისტრატურა;
უნივერსიტეტი არის ის, რომელსაც სამივე საფეხური აქვს.
სხვა დანარჩენი სახელები, რომლებიც საბჭოთა დროს არსებობდა - ინსტიტუტი, აკადემია და ა. შ., დღეს მხოლო პირობითობაა და კომერციული იურიდიული პირის მხოლოდ დასახელებაში არსებობს, ყველანაირი სამართლებრივი სტატუსის გარეშე.
მაგალითად, შეგიძლია გააკეთო უნივერსიტეტი, რომლის სახელშიც მოხსენიებული იქნება სიტყვა "ინსტიტუტი" და ა. შ., თეატრალურ ინსტიტუტს დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია ("ინსტიტუტი" დასახელებიდანაც ამოიღეს), ხოლო რაც შეეხება იმას, რომ სამხატვრო აკადებიას და კონსერვატორიას "თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" და "ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია" ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა "უნივერსიტეტი" სახელწოდებაში არც გამოიყენება, ამ სასწავლებლების იურიდიული სტატუსი მაინც უნივერსიტეტია, რადგან უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს სთავაზობს მომხმარებელს. ვაი ამ შეთავაზებას

, მაგრამ ქაღალდზე ხომ სთავაზობს...
სხვადასახვა ქვეყნებში სხვადასხვანაირადაა.