დიდსულოვნების მოტივებზე.
ადრე ვიღაცას ვხვდებოდი, მერე შეყვარებული მყავდა და ორი-სამი წელი აღარ მინახავს,
შემთხვევით გავიგე, რომ ახლობლის თანამშრომელი ყოფილა, გამახსენდა მოკლედ,
ეს ახლობელი არ მიხსენებია, მაგრამ დავურეკე და შევხვდით. გარკვეული დიალოგის შემდეგ, როცა ქველმოქმედების აქტის დრო მოვიდა, დაიწყო, არაო, ჩემთვის შენ უკვე უცხო ხარ, შევიცვალე, როგორც ადრე, ისე აღარ შემიძლია, თუ ჩემთან ურთერთობა გინდა, სხვანაირი ურთიერთობა უნდა გვქონდესო, პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ შინაარსი ის იყო, შეყვარებულები უნდა ვიყოთო. თავიდან არაფერი არ ვუთხარი, თემა შევცვალე, მერე ჩამეკითხა მოკლედ, მეთქი შეყვარებული მყავს უკვეთქო, მოვატყუე. პრობლემები მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ღირს იმ ურთიერტობის დანგრევა, დიდი ხნის ურთიერთობათქო და რაღაც სისულელეები. ნუ, მერე დაიწყო ირონიული ლაპარაკი, არ ავყევი, ცოტა ხანს ვილაპრაკეთ და წავიყვანე სახლში, იმ თემაზე აღარ მითქვამს არაფერი, არც კოცნა მიცდია ან რამე.სახლში რომ მივედით, ჩეულებრივ დავემშვიდობე, ბევრი კომპლიმენტები ვუთხარი და რომ გადადიოდა, ტირილი დაიწყო ამ კომპლიმენტების გაგონებაზე, ანუ ის სხვა რამეს ელოდა. ელოდა რომ გავბრაზდებოდი, დავუწყებდი ლანძრვას ან ჩხუბს და როცა პირიქთ მოვიქეცი, შთაბეჭიდლება მოახდინა, მერე დღეს დამირეკა თვითონ - ვერ ვიტყვი, რომ ეს სპეციალურად გავაკეთე, ანგარებით, პირიქით, იდეაში მაგრად მეკიდა ის სიტოაცია, მეჩქარებოდა სადღაც, როდის მივიყვანდი სახლში ერთი სული მქონდა, რომ დამირეკა მეორე დღეს, მაინც აღარ მინახავს მერე. როცა პირველად აკეთებ რამეს,იმიტომ რომ ეს მიზანშეწონილი ქცევაა, შეიძლება გიწევდეს ძალდატანება და ხელოვნური იყოს ეს, მაგრამ მერე, გარკვეული დროის შემდეგ ეს ჩვეულებრივი საქციელი ხდება შენთვის და ავტომატურად რეაგირებ ასე ნებისმიერ სიტოაციაში.
კიდევ ერთი მაგალითი, რაც მახსენდება, ეხება გოგოების შეყვარებულების და ქმრების ლანძღვას , ანუ ბიჭი რომ ხვდება გოგოს და ამ გოგოს რომ ულანძღავს პარტნიორს,
ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა, გონიათ, რომ რაც უფრო მეტად გალანძღავენ "კონკურენტს", მითუფრო დააკნენებენ მას, იდეაში პირიქით ხდება უმეტესად.
მოკლედ ერთხელ

ჯერ კიდევ ფლირტი მქონდა ერთ გოგოსთან, ნუ, ფლირტზე ცოტა უფრო მეტი, ვიღაც შეყვარებული ყავდა, ჩემი აზრით, მაგარი ### იყო, მარა ეს არასოდროს მითქვამს, ხან იჩხუბებდნენ, ხან-შერიგდებოდნენ, ჩვენი ურთიერთობაც მაშინ ვითარდებოდა, როცა ჩხუბობდნენ.ამ ბიჭზე არ ლაპრაკობდა ხოლმე ჩემთან, არც მე ვეკითხებოდი რამეს, მაგრამ ერთხელ დაიწყო ამ ბიჭის ლანძღვა და გავაჩუმე, მეთქი პრობლემები ყველას აქვს ურთიერთობაში, იდეალური არვინ არისთქო და ა.შ ქება არ დამიწყია, მაგრამ ზოგადად მარტივი რაღაცეები ვუთხარი ობიექტურად, რაც იდეაში სულ არ მაწყობდა მე. ერთი შეხედვით. დათა თუთაშხიაში რომ არის, მისი დაუჯერებლობა, გაკვირვება და სიხარული მახსოვსო, ეგ პონტი გაიჩითა ზუსტად
http://youtu.be/p0xovQTOOzc?t=30sიგივე რექცია ქონდა, რაც იმ გოგოს წინა მაგალითში. ვსო, მე მისთვის კარგი ტიპი გავხდი, სანდო და კარგია ადამიანი, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო, გიყვარდეს და გსიამოვნებდეს უერთიერთობა. აი, ისეთი, რომ თითქმის არ არსებობენ. ასეთ მომენტებში, რაც უნდა ცუდი წარმოდგენა ქონდეს შენზე, გადაფასება ხდება, როცა ქცევა ზემოქმედებს ადამაინზე და არა სიტყვები. უმნიშვნელო დეტალები ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ.
ეს ყველაფერი რაზე გამახსენდა, დღეს ფორუმზე შევესწარი ერთ თემაში, როგორ აგინებდა ერთი მეორეს და უვრცელებდა რაღაც ღლეობებს იმიტომ რომ ვერ დაკერა...
ამიტომაც, გააძლიერეთ ლოცვა დიდსულოვნებაზე.