მოკლედ მოძრაობისას (მოხრილი რომ ვარ და ვსწორდები) მაქვს მარცხენა მხარეს და ოდნავ მარჯვნივაც თირკმელი სადაცაა ზუსტად მაგ ადგილას ტკივილი. მარტო იმ მომენტში როცა მოხრილი ვარ (სიტყვაზე თასმას შევიკრავ) და ვსწორდები. დილით სითხის გაშვებისას არც წვა მაქვს არც ტკივილი. როცა ღრმად ჩავისუნთქავ ჰაერს ხანდახან მაშინაც ვგრძნობ რომ ყველაფერი წესრიგში არაა. ერთი კვირის წინ გაციებული ვიყავი და ხშირად ვაცემინებდი ვიფიქრე დაცემინებისას ხომ არ დამეჭიმა რამე თირკმელის დამჭერი კუნთითქო ან უხერხულ პოზაში ხომ არ დავაცემინე და მაგიტომ ზურგის რაიმე კუნთი დაიჭიმა მაგრამ უკვე 4-5 დღეა მაქვს და მაგიტომ დავეჭვდი იქნებ მარტო კუნთის ბრალი არ იყოსთქო.
მოკლედ ექიმებო ექიმს უნდა ვენახო? როგორც ზემოთ აღვნიშნე მარტო მოძრაობისა მაქვს ტკივილი
მადლობა წინასწარ