ამას ვამბობ(თ) სრული სერიოზულობით!
სერგეენკო, ამ პროგრამის ამოქმედებით გახდება პრაქტიკულად ერის (გენოფონდის) გადამრჩენელი!!! და ისტორიული პიროვნება!...

დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
09:49 03-11-2014
დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ამით სერგეენკო კითხვას გამოეხმაურა, რატომ დაიწყო მოლაპარაკებები ინტერფერონის ნაცვლად სოფუსბუვირის შემოტანაზე.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში. მისი თქმით, საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო პროგრამა და ინტერფერონის საჭიროების მქონე პაციენტებს მედიკამენტი 60%-იანი ფასდაკლებით მიეღოთ. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ფასი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისევ მიუწვდომელია.
"ახლა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც განკურნების ბევრად მეტი პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ ეს მედიკამენტი და ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, პრეპარატი სოფუსბუვირი ყველაზე ძვირია და მაგალითად, აშშ-ში 1 კურსის ჩატარება 84 000 დოლარი ღირს.
"ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ პირობებს, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...mdinareobs.html
http://1tv.ge/news-view/79363 This post has been edited by Lаki on 3 Nov 2014, 15:01
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3