ზოგი იტყვის კორუფცია არ არის, როცა ექიმი გასამჯელოს იღებს სეილს წარმომადგენლებისგან, ბევრი იტყვის და გააპროტესტებს, იმიტომ რომ აქ ბევრი მედიცინის მუშაკი პოსტავს როგორც ვხვდები, მაგრამ აბა რა არი ერთი მითხარით თუ არა დანაშაული, როცა ჭირდება თუ არ ჭირდება პაციენტს წამლებს გამოუწერ მაქსიმალურ დოზებში , დილით მათ გასაღებაზე ხელი რომ მოაწერე ბონუსის სანაცვლოდ. კარგი და შემოწმებული და საჭირო მაინც იყოს. რატო უნდა იდგეს ადგილობრივი პოლიკლინიკის გვერდზე აფთიაქში 5 კაციდან 3 რიპრონატის რეცეპტით, როცა 48 ლარი ღირს და არსებობს ორიგნალი მილდონატი 29 ლარად, რომელიც ფართოდ არის ცნობილი და ეს 48 ლარიანი გამოწერილი კი დაგუგლვის შედეგად მხოლოდ გე. უზ. და კზ დომენებზე თუ მოიძებნება, ისიც მისი მწარმოებელი სკანდალში თუ უარყოფით კონტექსტშია ნახსენები. ან ყველა კონკორის "პაციენტებს" რომელიც გერმანულია და "ორიგინალი" და უფრო იაფია რატომ ეუბნება არა ეგ არ მიიღოთ ეს ჯობიაო და გამოუწერს აბსოლუტურად უცნობ მსოფლიოსთვის მის ეგვიპტურ შემცვლელს და თან უფრო ძვირს, ან რატო არ იკრძალება სამედიცინო კაბინეტებში ასეთი მიმწოდებელი ფირმების პლაკატები, ტახტებზე გადასაფარებლები გარკვეული წამლის დიდი სარეკლამო წარწერით და ასე შემდეგ.
რატო არაა რეგულაცია სახელმწიფოს მხრივ? ასე ძნელია აიკრძალოს ექიმების ყოველგვარი გარიგება წამლების მიმწოდებლებთან, და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს?ესენი ხო ერის გენოფონდს ანადგურებენ. და არ დამიწყოთ ეხლა ლაი ლაი, მე ჩემი ემოცია დავწერე გაბრაზებულზე და კამათში შესვლას "გაყიდულ" ექიმებთან რომ არ ვაპირებ ჩემი პოსტების რაოდენობითაც მიხვდებით. არ არი დასახვრეტი ტიპი ძვირადღირებულ ძალიან ძლიერ სოკოს საწინააღმდეგო წამალს (რომელიც ცუდად მოქმედებს ღვიძლზე და ათას რაღაცაზე) უნიშნავს 5 მაგი ხანგრძლივობა/ოდენობით და თან ამ ქუჩაზე კონკრეტულ აფთიაკს გისახელებს იქ იყიდეო, როდესაც "პაციენტი" ჯანმრთელია, იმ გაგებით რომ ყველა ადამიანს აქვს სოკოს ბაქტერიები თუ რაც ქვია პასიური სახით რაღაც რაოდენობით, და არანაირი ფრჩხილის, კანის თუ სასქესო ორგანოს პრობლემა არ აწუხებს ადამიანს.
რა ხეირი ამ რეცეპტებიტ გამოწერა რომ შემოიღეს? საქმეს რატო არ მიხედავს სამინისტრო? რა არის ცუდი ეს აგენტ-ექიმ-გასამჯელო პრაქტიკა რომ აკრძალონ ? მინუსი დამისახელეთ იქნებ მე არ ვიცი უბრალოდ? გაკონტროლებაც ძალიან ადვილია. შეუშვი პაციენტის სახით გადაცმული ტანამშრომელი და 80% რომ ის ექიმი ნარუჩნიკებით იქნება გამოსაყვანი..

ნუ პირველ ჯერზე შეიძლება ლიცენზია შეუჩერო, ან გააფრთხილო/დააჯარიმო, მერე ნელ-ნელა მოკვდება ეს მანკიერი პრაქტიკა...