ისტორიული პარალელი.დღეს საქართველო ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
შედარებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ.
1955 წელს ავსტრიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რის შემდეგაც საბჭოთა ჯარებმა ქვეყანა დატოვა.
მისი გარანტორები კი არიან როგორც აშშ, ისე რუსეთი, რითაც ერთმანეთს აბალანსებენ.
ჩვენი დღევანდელი რეალობა შეესაბამება ავსტრიის მაგალითს.
ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა.საქართველო ლამის 20 წელი ნატოში ინტეგრაციის გზას ადგას, მაგრამ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის საბაბით
არ გვიღებენ, მაშინ როდესაც გერმანია (გფრ) დაარსებიდან 4 დღეში (9 მაისს) მიიღეს, რასაც მარტივი ახსნა აქვს:
ევროპელებს არ უნდათ ჩვენი მიღება, რადგანაც ეს ზედმეტი თავისტკივილი იქნება მათთვის.
2008 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა: "საფრანგეთი უკრაინისა და საქართველოს მწვანე შუქს არ აუნთებს",
რის მიზეზედაც რუსეთის ფაქტორი დაასახელა. რუსეთი დასავლური ქვეყნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია,
ამიტომაც მასთან ურთიერთობის გაფუჭება არავის სურს.
ამრიგად ნატოში ინტეგრაციის შანსი მხოლოდ ფორმალობაა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის გულწრფელი სურვილი არ არსებობს.
ოკუპირებული გერმანიის ნატოში ინტეგრაციის მაგალითი.ხშირად ზემოთქმული მაგალითი მოყავთ იმის მამტკიცებელ არგუმენტად, რომ ოკუპირებული ტერიტორიებით ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, თეორიულად ეს შესაძლებელია, რადგანაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალული არ არის,
მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ნებაზეა დამოკიდებული, ეს ნება კი არ არსებობს. მაგრამ ამ მაგალითში სხვა რამაა საინტერესო:
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური სამყარო თავდაპირველად აღმოსავლეთ გერმანიას დასავლეთ გერმანიის ოკუპირებულ ნაწილად თვლიდა,
1972 წელს ის გაეროს წევრად მიიღეს. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ნატოში გავწევრიანდით (

),
ხვალ მაინც შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო გაეროში მიიღონ.
რამდენად რეალურია ნეიტრალიტეტის მოპოვება?დღეს საქართველოს ნაწილი - აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მისი კონტროლის ქვეშაა,
დანარჩენი ნაწილი კი აშშ-ს გავლენის სფეროშია. მაშასადამე, საქართველო არის ამერიკასა და რუსეთს შორის ირიბი ბრძოლის ასპარეზი.
ეს კი არც ერთი მხარისთვის არ არის კარგი და არც მეორისთვის. რატომ დაუჭერს რუსეთი მხარს ჩვენს ნეიტრალიტეტს?
რადგანაც ამით მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები არ განთავსდება.
რატომ დაუჭერს მხარს აშშ?
ჯერ ერთი, ამერიკის ახალ დოქტრინაში აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთია დასახელებული,
ამიტომაც ამ ორი ზე-სახელმწიფოს ურთიერთობის დასტაბილურება მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი ნეიტრალიტეტის აღიარებით კი ზედმეტ თავისტკივილს მოიშორებს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ამერიკამ არ აღიარა.
ეს ლოგიკური მსჯელობაა. ახლა კი მაგალითი მოვიყვანოთ - უკრაინამ, რომელიც ნატოში ინტეგრაციას ლამობდა, გააანალიზა,
რომ ნატოს არ სჭირდებოდა, 2010 წელს ნაიტრალიტეტი გამოაცხადა, მსოფლიომ (მათ შორის რუსეთმა) კი აღიარა.
ას ადასტურებს იმას, რომ ნეიტრალიტეტის მოპოვება სავსებით რეალურია.
ნეიტრალიტეტი და 1921 წლის ოკუპაცია.კონტრარგუმენტად ძირითადად მოყავთ ის, რომ ვითომ საქართველო 1921 წელს ნეიტრალური ქვეყანა იყო,
მაგრამ რუსეთმა მიუხედავად ამისა მაინც მოახდინა მისი ანექსირება.
საქმე იმაშია, რომ საქართველო მაშინ არ იყო აღიარებული ნეიტრალურ ქვეყანად, მაშასადამე საქართველოს 1907 წლის ჰააგის კონვენცია არ იცავდა.
ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც ქვეყანაში იდგა ინგლისური ჯარი - საქართველო თავად არღვევდა თვითგამოცხადებულ ნეიტრალიტეტს.
უსაფრთხოების გარანტია.გარანტორი ქვეყნები რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ,
როგორც, მაგალითად, ავსტრიის შემთხვევაში და საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ამ ყველაფრის შემდეგ რას ფიქრობთ ნეიტრალიტეტსა და დეოკუპაციაზე? This post has been edited by androabuladze on 21 May 2013, 23:22