ესეიგი გეტყვით ჩემ სიტუაციას. რაღაც-რაღაც პრობლემების გამო დამჭირდა სესხის აღება, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია რომ ამჟამად არ ვმუშაობ.
დამიგროვდა სხვა პატარ-პატარა სესხები. რომლებიც რო შეკრიბო ცოტა მოზრდილ თანხამდე ადის უკვე
სესხის აღება მინდა დაახლოებით 1200-1300 ლარის ფარგლებში. ყოველთვიურად რო ვიხადო. 100-150 ლარის შეტანის პრობლემა ყოველთვიურად არ არის ჩემთვის პრობლემა უბრალოდ, როცა ამდენი სესხი მაქვს ფულს ვეღარ ვუყრი ხოლმე ერთმანეთს თავს (ასე ვთქვათ)
თუ არის შესაძლებელი რომ ხელფასის უწყისის გარეშე რომელიმე ორგანიზაციამ მომცეს 1200-1500 ლარის სესხი 1 წლის ვადით და ყოველთვიურად რომ ვიხადო ეს თანხა. ამასთან ერთად გზავნილებიც მერიცხება ხოლმე ბარათზე
20 წლის ვარ და სუფთა საკრედიტო ისტორია მაქვს ბანკებშიც, მიკროსაფინანსოებშიც და ასე შემდეგ.
იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ