ვინმეს გიყიდიათ მიწა თბილისის მერიისგან აუქციონის მეშვეობით?
თუ გაქვთ გამოცდილება, იქნებ გამიზიაროთ
როგორ ვიყიდო თბილისში მდებარე - მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი?
რამდენიმე ნაკვეთის ყიდვა ვცადე და ან მიზანშეწონილი არ არის გაყიდვაო ან კიდევ შეიძლება ვიღაცის საკუთრება იყოს და ჩვენ არ ვიცით და ამიტომ არ ვყიდითო
ცოტა მეუცნაურება
არა და მჭირდება მიწის ნაკვეთი
და ვერ მოვძებნე ისეთი ნაკვეთი, რომლის გაყიდვაც მერიას ენდომება
ეს მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საერთოდ რა ფენომენია ვერ მივხვდი
ვინ წყვეტს მიზანშეწონილობას?
ან ცოტა მეტი დასაბუთება არ უნდა მოყვეს უარის გადაწყვეტილებას?
გაასაჩივრეო არ მითხრათ
რეალური გადაწყვეტილება მჭირდება და არა სასამართლოში კინკლაობა