...როდესაც კარლოს სანტანას ჰკითხეს რას ინატრებდითო, მან უპასუხა...
...მინდა ჩემი განცდები ერთად ავაფეთქო ერთ პაწაწინა მთვარის ყვავილში"!...იკითხავენ...და რას ვხედავთ აქ ვითომ ისეთს, ფსიქოლოგიურს?!
იმას, რომ ფაქტიურად ყველა ადამიანი არის განცდის აფეთქება!
...და რა მნიშვნელი აქვს, ის რაში აფეთქდება...მთვარის ყვავილში, სეზანის ატმებში თუ მოდილიანის ცისფერში?!
ნუ, ახლა გააჩნია განმცდელსაც, ...ზოგი დაიტკაცუნებს და იქვე გონებაში ჩაიბჟუტება, ზოგიც მეტეორივით გაიკიაფებს და მიწაზე ჩამოვარდება, ხილო ზოგი სულის სიმებში აჟღერებული ვარსკვლავეთში გადავარდება!
...გინდ წაღმა დაუკარი და გინდ უკუღმა, მთვარის ყვავილში მაინც იგივე განცდა ფეთქავს და ჟღერს...
...აღიარეთ... მოდით და ნუ აიფეთქებთ განცდას, როცა ასეთი მეჯიქ ვუმენი გიმღერის!
სამყაროო, ისაო, ესაო, სტატისტიკა და მეცნიერებაო - პოლნი კრეტინიზმი!..სამყარო ისაა, რასაც განიცდი, ხოლო მთელი მეცნიერება კი ის, თუ... ამ განცდაში როგორ რეალიზდები!
... უნდათ ახლა კარლიტოს და ამ მეჯიქ ვუმენს... კაზანტიპის კანტორა, ან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი?!
ხო, ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მთავარი საკითხი - The Game Of Love!
..კაი ეხა, სულ ნუ დასერიოზულდით...სიყვარულიც ხომ თამაშია. ოღონდ განსაკუთრებული თამაში, რომელიც ისე გვათამაშებს რომ, თუ საკუთარ თავს მთლიანად არ ჩახვალ ფსონში, ვერასოდეს გაიგებ და იგემებ ამ თამაშის არსს და ხიბლს!
...აქ უამრავს წაიკითხავ - არ გამიმართლაო!.....რა იდიოტიზმია, და რატომ უნდა გაგმართლებოდა, როცა თამაშობ და როცა გამართლება ის მემკვიდრეობა არ არის, რომელიც სანოტარო აქტით გეკუთვნის ან არ გეკუთვნის?!
...ვინმეს გინახავთ ....სასიყვარულო თამასუქი, ან სიყვარულის სადეპოზიტო ანაბარი?!
იასნია არ გინახავთ, მაგრამ გამოტყდით რომ გინდათ ასეთი რამ რომ არსებობდეს...ხელს თუ მოაიწერს, უჟე შენია და თუ რამე, საქმეს გაურჩევ...როგორ თუ, სამძახლო მოსაკრებელი ხო უკვე გადახდილია!!!
...ანდაც კიდე, ბანკში სადეპოზიტო ანაბარზე დადებ..."სიყვარული მოთხოვნამდე", როცა მოითხოვ, უკან გამოიტან და თანაც პროცენტებით!
***ხო მართლა, აქ კიდე სხვა მომენტიცაა, გამოვა ვინმე ჩლუნგი კაზან-ჩიპი(ანუ დაჩიპული კაზანტიპი) და იტყვის...ადრენალინი და ტესტოსტერონიო!
...კეე საჭირო ნივთიერებებია, მაგრამ... გაუკეთე დათვს თუნდაც ტონანახევარი ადრენალინი, ტოლკი?! - იბღავლებს ან დაგაბღავლებს!:givi:
ანდაც დახარჯე ერთ დღეში გინდაც სტო-ტიში და ააფრინე ცაში თუნდაც მილიონი ყვითელი ბუშტი , რა მერე....გაიგებ კია მიწიდან მათ ტკაცა-ტკუცებს?!
**********ამ დროს კი, ერთი მთვარეული, სულის სარკმლიდან მისჩერებია მთვარის ბნელ მხარეს და მაინც ბედნიერია, ვიდრე მოფუსფუსე ორფეხა ჭიანჭველათა მილიონები!
..კეე, ვთქვათ მეჯიქ ვუმენსაც დაითრევ და ნივთიერებასაც იშოვი, მაგრამ რაც არ გაბადია, რა ჩემ Y-ს აიფეთქებ....უბედრუძო ადამიანო?!
პ.ს.: და......ბოლოც გადაFკრათ ჩემო როჯერ, ლუნატიკობის!
This post has been edited by Stalker2005 on 17 Aug 2014, 19:26