05.11.2014
ჭიკაიძე მონაკოში საერთაშორისო მინისტერიალში მონაწილეობს
ახალი ამბები (photo: )
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ინტერპოლის 83-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მე-3 საერთაშორისო მინისტერიალში მონაწილეობს.
3-7 ნოემბერს მონაკოში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში მე-100 საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
მინისტერიალზე განიხილავენ საერთაშორისო დონეზე ძებნილ პირთა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პოლიციის საქმიანობაში ახალი გამოწვევების, სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/121244/