ზვიად კვაჭანტირაძე: უნდა შევეგუოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ივანიშვილის აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება
19:47 - 05.11.2014 კომენტარი
kvachantiradze„უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბიძინა ივანიშვილის აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, კოალიციას დაშლა არ ემუქრება და ის მყარ უმრავლესობას ინარჩუნებს.
ამასთან, კვაჭანტირაძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დღევანდელი საგანგებო განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე, წულუკიანის გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრის გადაწყვეტილებაა.
„კოალიციას დაშლა არ ემუქრება, ჩვენ ვინარჩუნებთ მყარ უმრავლესობას პარლამენტში. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბიძინა ივანიშვილის აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, მისი ეს განცხადება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრის გადაწყვეტილება იყო, ხოლო რაც შეეხება ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას – უარყოფითად და კრიტიკულად ვაფასებ. გადამდგარმა მინისტრებმა არ ისურვეს განცხადებების გაკეთება, რომელიც პოლიტიკური არ იქნებოდა, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
http://www.epn.ge/archives/44683პრეზიდენტმა რა სთქვა,კულუარებიო და ქვეყნის მართვაო და რაის კულუარები,რასაც ბიძინა იტყვის ისე იქნება და ესე ხდება როცა ერთი კაცის ხათრით ირჩევიან დანარცენები.არ გადაისვამენ ვაზელინს და დარჩებიან მშივრები.