პროექტ “ერთი-ერთში“ ს 2 სეზონის მონაწილეების ვინაობა ცნობილია!!!
პროექტი “ერთი-ერთში“ ტელეკომპანია GDS ის ეთერში გადის.მისი პირველი სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.მალე მეორე სეზონი დაიწყება რომლის მონაწილეები
დუტა სხირტლაძე,ვერიკო ტურაშვილი,იოანე არაბული,ქეთი ორჯონიკიძე,ბორის ბედია,ნინო ძოწენიძე,ლევან მასპინძელაშვილი და ნათია დუმბაძე არიან.
2013 წლის სატელევიზიო სეზონზე GDS TV-იმ შეიძინა საერთაშორისო გრანდიოზული მუსიკალური პროექტის ,,ერთი ერთში” წარმოების უფლება, რომელიც არის მუსიკალურ -საშემსრუბლო შეჯიბრი კომედიური ელემენტებით.
შოუს წესები:
წინასწარ შერჩეული რვა ცნობილი სახე გამოჩენილი მომღერლების ამპლუაში წარსდგებიან თქვენს წინაშე. შოუ 10 კვირის განმავლობაში გრძელდება და მას არც ერთი მონაწილე არ ტოვებს, თუმცა, პროექტს ყავს ჟიურის ოთხი წევრი: კახა კანდელაკი, ნანუკა ხუსკივაძე, ეფრემ შანელი და ზაკ რისი, რომლებიც ყოველი LIVE შოუს დასრულების შემდეგ მონაწილეებს აფასებენ და მათ ქულებს ევროვიზიის სისტემით უწერენ, ქულებს უწერენ საკუთარ რჩეულ მონწილეს თავად მონაწილეებიც. გადაცემა ინტერაქტიულია და LIVE შოუს საკეთესო მონაწილის გამოვლენაში SMS -ების საშუალებით მაყურებელიც იღებს მონაწილებას.
ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით, ბოლო ორი გადაცემაში გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები, ხოლო მათგან უკვე ფინალისტები.
ვისი განსახიერება მოუწევთ შემდეგ შოუზე?
ყოველ LIVE შოუზე ღილაკზე თითის დაჭერით, მონაწილე ცნობილი სახეები იგებენ, თუ ვისი განსახიერება მოუწევთ შემდეგ შოუზე.სტუდიაში დამონტაჟებულ ეკრანებზე სწრაფად იცვლება ყველასთვის ცნობილი მომღერლების სახეები, როგორც კი მონაწილე ხელს ღილაკს აჭერს, გამოსახულება ჩერდება და არჩევანიც გაკეთებულია, არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა, ასაკოვანი თუ საპირისპირო სქესის. მონაწილეებს შერჩეული სახის განსახიერებაში პროფესიონალი სტილისტების, მოცეკვავეების და პედაგოგების გუნდი ეხმარებათ. შოუს ყველა მონაწილე ცოცხლად მღერის! ♫♫♫
Amor es como la guerra. Es facil comensarlo, pero muy dificil terminarlo!!!!!!!!!!