ამათი ბრალია ყველაფერი...
და ჩვენი მიმბაძველობის კიდე...
ჯერ ხო მთელმა საქართველომ ტაშტებით წყალი ვისხით, ზოგმა რა პოზაში, ზოგმა რაში... ვიხალისეთ, ვიორიგინალურეთ...
ეხლა კიდე ეს ბრიფინგები...
თავიდან პროკურატურამ მოაწყო ბრიფინგი და ალასანია გამოიწვია...
მერე ალასანიამ მოაწყო ბრიფინგი და ღარიბაშვილი გამოიწვია...
ღარიბაშვილმაც არ დაახანა, მიიღო გამოწვევა და ალასანიას ფრთებსქვეშ მყოფები გამოიწვია...
პეტრიაშვილმა და ფანჯიკიძემაც მიიღეს გამოწვევა და გამართეს ბრიფინგი...
პეტრიაშვილმა კი სცადა შევარდნაძის სულის გამოძახება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ბოლოს წულუკიანი და უსუფაშვილი გამოიწვიეს მაგან და ფანჯიკიძემ...
წულუკიანმა და უსუფაშვილმაც გამართეს ბრიფინგი, უბრალოდ საკუთარი თავის ნაცვლად ნაცებს გადაასხეს ცივი წყალი...
მოკლედ ნახერხი უნდა მოვაბნიოთ ყველგან და ცირკია

სახალისო ისაა კიდევ, რომ როგორც ice bucket challenge-ს მონაწილეებიდან 90%-ს მაინც არ გადაურიცხავს ფული, ასევე მობრიფინგეთა 90% საქმეს არ აკეთებს...
ვერთობით ერი
Mens sana in corpore sano...