ბოლო დღეების პოლიტიკურ მოვლენებზე და ზოგადად მისეული შეფასება საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე.
აი როგორი უნდა იყო პოლიტიკოსის ობიექტური პოლიტიკური რეაქცია და შეფასება შEექმნილ რეალობაზე: ყოვლისმომცველი, ადეკვატური, სიტუაციის შესაბამისად კატეგორიული და რაც მთავარია, რევერანსების და მერკანტილური თუ ნებისმიერი მატერიალური თუ თანამდებობრივი ინტერესების გარეშე, ამოსული მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან!
და ამ პოლიტიკოსს განირიყავს ქართული დამყაყებული პოლიტიკური სივრცე თავისი ნაც-ქოცებით?!

თურმე მისი პრობლემა ისაა, რომ ხისტი და არაგუნდურიაო...
რაის ხისტობა და არაგუნდურობა იმათთან, ვინც ან კომუნისტურ პარტიაში დაფრთიანდნენ, ანდა პირდაპირ პარლამენტში მავანთა ჩანთების თრევით, ანდა ძმაბიჭურ ვარიანტში გაიჩალიჩეს თბილი სავარძლები და აგერ უკვე მესამე ათწლეულია მოდის ამათი გადამკიდე
საქართველო ყოველ ახალ ჯერზე კიდე უფრო შეჭირვებული!
ცოცხით არიან უმეტესობა გასაყრელი!

ნამდვილად არ ვიტყვი, რომ სალომე საუკეთესო პოლიტიკოსია მსოფლიოშიო, მიუხედავად ჩემი მისდამი კეთილგანწყობისა ობიექტურობის განცდას არ ვკარგავ

მარა სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკას რომ არ აქვს იმის ფუფუნება, ასეთი პოლიტიკოსები უარყოს და ქართულ საზოგადოებას არ ესმის, სანამ სალომეს მსგავსი პოლიტიკოსები არ შემოვლენ ქართულ პოლიტიკაშო, მანამდე მოგიწევთ ყოველ ახალ ჯერზე ახალი მესიის არჩევა, ვინც, რაღაც მომენტში აღმოაჩენთ, რომ თურმე სულაც არ ყოფილა მესია!

რამდენიმე სიტყვა შექმნილ ვითარებაზე!
ადრე ვწერდი რომ 15 ნოემბრამდე და გამოძიების დასრულებამდ, სასამართლოს დადგენილებამდე მაინც, შეიძლებოდა ამ საკითხის ცოტა ნაკლებ ხმაურით გარჩვეა, რამეთუ ყველაფერი რაც ეხება, და ჩრდილს უქმნის, ჩვენ ჯარებს და თავდაცვის ინსტიტუტს სხვა კატეგორიას ეკუთვნის და სჭირდება უაღრესად ფაკიზი მიდგომა. ამ მხრივ ეს შეტევა თავდაცვის სამინისტროზე - პოლიტიკურ მიზეზებით ალბათ გამყარებული - შეიცავდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შესუსტების ნიშანს ...
ის რომ კოალიციას ტოვებს რომელიმე პარტია, სიტყვის და საქმის თავისუფლებას იბრუნებს რათა დამოუკიდებლად მოემზადოს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისათვის - ამაში არაფერი არც გასაოცარი, არც მოულოდნელია, და არც “დემოკრატიულ” რეჟიმისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი. ამდენად პრემიერის უხეში სიტყვები ალასანიას მისამართით უკადრისად მიმაჩნია.
მაგრამ მთავარი სხვაა : არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოს “საგარეო კურსისათვის”?
მე კი სხვანაირად დავსამდი საკითხს. ჩემის აზრით კურსი ანუ “ევროპულობა” არ ნიშნავს მაინდამაინც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლას არ შესვლას უახლოეს მომავალში , და ვერც ასოცირების გაფორმებით ვერ შემოიფარგლება. არაფრის გაფეტიშევბა არ გვინდა!
ჩვენი კურსი არის, ის რაც ქართველმა ერმა აირჩია არა ერთხელ - 1918 წელს, 1991 წელს - და რასაც შეეწირა არა ერთი ქვეყნის შვილი, ანუ კურსი თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა, ევროპულობისა, დემოკრატიულ წყობისა, სიტყვის თავისუფლებისა, ადამიანის უფლებების დაცვისა, გარანტირებული კონსტიტუციით, დაყრდნობილი ქართულ ისტორიულ ღირებულებებზე - პირველ რიგში ტოლერანტობაზე.. და ზრდილობაზე.
არა ერთხელ გამოვთქვი ამ ბოლო პერიოდში ჩემი ღრმა წუხილი ამ კურსის შემასტუსტებელ ნიშნების დანახვისას: კონსტიტუციის დარღვევა და უგულველყოფა (თუნდაც ჩემ საპრეზიდენტო კანდიდატურის შემთხვევაში) რამაც მიგვიყვანა იმამდე რომ არ ვიცით დღეს რომელ რეჟიმში ვცხოვრონთ (საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ შერეული) , არჩევნების შეცვლა შერჩევითობით და პიროვნულ (თუ არაკლანური) დანიშვნებით და რეალურად “გარედან მართვა” რამაც არჩევანის და პასუხისმგებლობის შორის აუცილებელი კვანძი მოშალა, კრიტიკის ვერ ატანა (თუნდაც თავიანთი დანისნულებისგან), სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირება და უფუნქციოდ დატოვება, შესუსტება (პრეზიდენტის, პარლამენტის, მინისტრების …), ისედაც მძიმე პირობებში მყოფი მედიის გაუთავებელი დატუქსვა, ოპოზიციისთვის ხელის არ შეყობა (კანონმდებლობით) … გარდა ერთისათვის (?) …
ეს არის ის რიგი მართლაც შემაშფოთებელი ნიშნების, რაც ჩვენ სახელმწიფოს ემუქრება რამეთუ ევროპულობა ნიშნავს დემოკრატიულ წყობას, ქვეყნის თავისუფლების საწყისებზე აშენებას და თავისუფალ პიროვნებების და საზოგადოების საყრდენის გაძლიერებას.
პრემიერის გუშინდელი წამოძახილი : “მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლება და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში.” მხოლოდ წამოძახილად რჩება და რეალობას ვერ ცვლის!
რაც ეხება საგარეო კურსის შეცვლა არ შეცვლას … შიდა სახელმწიფოებრიობის დაშლის ნიშნები მე ჩამოვწერე და ყველა შემიძლია დავადასტურო, სამაგიეროდ რაც ეხება საგარეო კურსს ჩემთვის ნათელი არაა რა დამადასტურებელი მტკიცებულებებით არის გამყარებული ეს ბრალდება…. და ამას დაველოდები!
ამ ბრალდების ფაქტებით გამყარება ალბათ ერთის მხრივ ირაკლი ალასანიას ევალება , და ასევე ხელისუფლებას რათა მან მის მიმართ ყველა ეჭვები მოხსნას
დღეს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა თუ ემუქრება არ ვიცი, მაგრამ ის ნადვილად ვიცი რომ ემუქრება გზის აბნევა, არეულობა , გაურკვევლობა ... დაშლილ სახელმწიფოს მტკიცე კურსიც ვერ ექნება! ამაზეა პასუხისმგებელი ხელისუფლება და ამაზე მოეთხოვება უეჭველად პასუხი მომავალ არჩევნებზე ...
This post has been edited by ალდე on 6 Nov 2014, 23:26
მიმაგრებული სურათი
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ