
ჩემის აზრით ეს ბრწყინვალე მსახიობი იმსახურებს ამ ფორუმზე თემას.
მიუხედავად მისი შესანიშნავი სამსახიობო შესრულებისა, ჩემის და ბევრის აზრით ჰარვი კეიტელი არ არის ისე დაფასებული, როგორც მისი კალიბრის მქონე სხვა მსახიობები
ჰარვის სადებიუტო ფილმი იყო Who's That Knocking at My Door(1967), რომელიც ამავე დროს იყო სადებიუტო ფილმი გენიალური რეჟისორის მარტინ სკორსეზესთვის,(კეიტელი და სკორსეზე ყოფილი თანაკლასელები იყვნენ)
ამის შემდეგ კი 1973 წელს, მან ითამაშა მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთ ფილმში Mean Streets, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. ეს ფილმი იმითაც არის აღსანიშნავი რომ, სკორსეზესა და დენიროს პირველი ერთობლივი ნამუშევარია. სკორსეზესა და კეიტელის თანამშრომლობა აისახა კიდევ 3 ფილმში, Alice Doesn't Live Here Anymore, Taxi Driveრ და The Last Temptation of Christ.
თუმცა მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი მაინც 90-იანი წლებია, 1991 წელს მან ითამაშა დეტექტივ ჰალ სკოლუმბის როლი ფილმში Thelma & Louise, რისთვისაც მიიღო National Society of Film Critics Award for Best Supporting Actor. ეს პრიზი 1991 წელს კეიტელმა სამჯერ მიიღო, Mortal Thoughts-ს და Bugsy-ს. ამ უკანასკნელში განსახიერებული როლისათვის(შეასრულა განგსტერი მიკი კოენის როლი) მან მიიღო მისი პირველი და უკანასკნელი ნომინაცია ოსკარზე.
1992 წელს მან ითამაშა აბელ ფერარსას დილმში "ცუდი ლეიტენანტი" და შეასრულა ცუდი ლეიტენანტის

როლი. ბევრი ამ ფილმს კეიტელის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს და მეც ამ აზრზე ვარ,(დაგლიჯა ამ ფილმში)
კვენტინ ტარანტინოს სარეჟისორო კარიერის წარმატებული დასაწყისი დიდ წილად კეიტელის დამსახურებაა. როდესაც ტარანტინო იწყებდა Reservoir Dogs-ს გადაღებას მისი თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა მხოლოდ 30000 დოლარს. როდესაც ტარანტინოს თავისმა თანაშემწემ კითხა ვის ისურვებდი რომ ითამაშოს მთავარი როლი ფილმში, მან ჰარვი კეიტელი ახსენა, თუმცა დაამატა რომ იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი მსახიობის ასეთ დაბალბიუჯეტიან პროექტში მონაწილეობის შანსი მიზერული იყო. კვენტინისთვის საბედნიეროდ ერთ-ერთი მისი თანაშემწე იცნობდა კეიტელის აგენტს და მოახერხა სცენარის მისთვის გადაცემა. რამდენიმე დღეში კეიტელმა დაურეკა ტარანტინოს და უთხრა რომ, მზად იყო პროექტში ჩართვისთვის. მისი პროექტში ჩართვის შემდეგ ფილმის ბიუჯეტი 1.5 მილიონამდე გაიზარდა და კეიტელი ერთ-ერთი პროდიუსერი გახლდათ. აგრეთვე ჰარვის დიდი დამსახურებაა ისეთი ბრწყინვალე სამსახიობო ჯგუფის პროექტში ჩართვა, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, სტივ ბუცემი, ტიმ როთი, კრის პენი(შონ პენის აწგარდაცვლილი ძმა). საბოლოოდ ფილმი წარმატებული გამოვიდა და დღესაც 22 წლის შემდეგ ითვლება ყველა დროის საუკეთესო ინდი ფილმად.
ტარანტინომ 2 წლის შემდეგ გადაიღო ფილმი მაკულატურა (Pulp Fiction), რომელშიც კეიტელმა მიიღო მონაწილეობა, ეს როლი სპეციალურად კეიტელასათვის დაიწერა, მიუხედავად იმისა რომ როლი არ იყო დიდი, ის მაინც დასამახსოვრებელი გახდა და მის გარეშე მაკულატურა ისეთი არ იქნებოდა როგორიც არის(I'm Winston Wolf, I solve problems:D:D)
90-იანებში კეიტელის სხვა დასამახსოვრებელი ფილმებია პიანინო(1993), Smoke1995)კოპლენდი(1997) და სხვა
მისი საფილმო კარიერა 100 მეტ ფილმს ითვლის...........
ჰარვი კეიტელს კარიერის მანძილზე აქვს ნათამაშები ექვსი დებიუტანტი რეჟისორის კინონამუშევარში - ზემოთ ნახსენები მარტინ სკორსეზესა და ტარანტინოსთან ერთად ამ რიცხვში შედის რიდლი სკოტი (The Duellists 1977), პოლ შრადერი, ჯეიმს ტობაკი და ტონი ბუი
დღესდღეობით კეიტელი ალ პაჩინოსთან და ელენ ბიურსტინთან ერთად არის პრეზიდენტი Actors Studio-სი, რომელიც ითვლება ყველაზე პრესტიჟულ სამსახიობო სკოლად





This post has been edited by b@rtolomeus on 8 Nov 2014, 04:17