თანამედროვე სპეციალობები პრაღის ეკონომიკურ უნივერსიტეტში:
პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი 2015/2016 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს:
გამოყენებითი ინფორმატიკა (Aplikovaná informatika) და კვანტიტატური მეთოდები ეკონომიკაში (Kvantitativní metody v ekonomice) და მათში შემავალ შემდეგ სპეციალობებს:
• მულტიმედია ეკონომიკურ პრაქტიკაში (მიიღება 45 სტუდენტი),
• მათემატიკური მეთოდები ეკონომიკაში (მიიღება 60 სტუდენტი),
• სტატისტიკური მეთოდები ეკონომიკაში (მიიღება 50 სტუდენტი),
• სტატისტიკა და ეკონომიკა (მიიღება 45 სტუდენტი),
• სოციალურ-ეკონომიკური დემოგრაფია (მიიღება 60 სტუდენტი).
საუბარია თანამედროვე სპეციალობებზე, რომლებიც მოთხოვნადია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. კურსდამთავრებულები იღებენ ღრმა ცოდნას ეკონომიკურ დისციპლინებში, კვანტიტატურ მეთოდებში და ინფორმატიკაში, რაც მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს შრომით ბაზარზე და ზრდის მათი დასაქმების შანსს.
• სწავლების ხანგრძლივობა: 3 აკად. წელი;
• სწავლების წლიური საფასური:
•• ინგლისური სექტორი_3 600 €,
•• ჩეხური სექტორი: უფასო.
• მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია და საბუთების მიღება წარმოებს 30.04.2015-მდე.
Vysoká Škola Ekonomická v Praze (VŠE):
http://www.vse.cz/?lang=en
This post has been edited by Tatra on 1 Feb 2015, 15:16