"მოძრაობა ძნელია, სადაც არის მერია" – ამ ლოზუნგით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლის თაობის" წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებთან ირაკლი აბესაძესთან, ირაკლი ნადირაძესთან, სევდია უგრეხელიძესთან, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს წინ არსებული ორმო ცივი ასფალტით ამოავსეს. ამისთვის მათ ერთი ტომარა ცივი ასფალტი მოიტანეს და საავტომობილო გზაზე არსებული ორმოები ამოავსეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ ამ სახით გააპროტესტეს ქალაქის მერის, საკრებულოს უმრავლესობის უნიათო პოლიტიკა, თბილისის ინფრასტრუქტურული პრობლემების მისამართით. აქციაზე იმყოფებოდა ასევე თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია.
ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოს წინ შესასვლელის შეკეთების დემონსტრირებით მათ წარმოაჩინეს დედაქალაქის მერიის უნიათობა. მელია აცხადებს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მერიამ ვერ შეძლო საკრებულოს წინ არსებული ორმოს ამოვსება. მისივე თქმით, თბილისის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები არ მიმდინარეობს.
"არ შეიძლება მერიიდან გაყარო მცოდნე ადამიანები და მოიყვანო უნიათო ნათესავები, ახლობლები. დღეიდან "ქართულ ოცნებას" შეუძლია თქვას, თუკი რაიმე დაიგება, ამასაც წინა ხელისუფლება აკეთებს", - აღნიშნა ნიკა მელიამ და მთავრობას მოუწოდა, გააკეთონ საქმე და ის დაპირებები შეასრულონ, რომელსაც მოსახლეობას შეპირდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...h-amoavses.htmlთუ ცხვირწინ არ გაუკეთე საქმე ისე ახალი საკრებულო და ახალი მერია ორმოების ამოვსებისთვის დროს ვერ ნახულობს
იქნებ ეხლა მაინც გაახილონ თვალები და მიხვდნენ რომ თუ მთლიანად გზის დაგება არ შეუძლიათ ორმოების ამოვსების ტექნოლოგიებიც არსებობს და მაგას მიხედონ
დდშვც ამათი!
ნაცობა არ დამწამოთ თორემ დაგჭრით!

პ.ს. მოდერებო ჩაასწორეთ ციფი ცივით
This post has been edited by sandroia on 13 Nov 2014, 12:29