ინტერნეტის ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია , რომ დავრწმუნდეთ- სამყარო დაპატარავდა. ახლა უკვე ბევრი ჩვენგანი ამყარებს ურთიერთობას უცხო ადამიანებთან ელექტრონული ფოსტის ,ჩათის თუ ფორუმის საშუალებით, ყველაზე რთული შეკითხვა , რომელსაც ადამიანები უსვამენ საკუთარ თავს ინტერნეტში შესვლის წინ , შემდეგია -ვინ უნდა ვიყო მე დღეს ? ადამიანები ახალ იდენტობებს იგონებენ , როდესაც ჩეთის ოთახში შედიან , მან შეიძლება გადაწყვიტოს , რომ ურჩევნია კაცი იყოს და არა ქალი, ან წარმატებული აღმასრულებელი სტრუქტურის მუშაკი და არა-კოლეჯის მეორეკურსელი სტუდენტი, მრავალი ადამიანი თვლის ,რომ ''რეალურ'' ცხოვრებაში საკმაოდ შეზღუდულია თვითგამოხატვაში. ადამიანებს შეუძლიათ ანონიმურობის გამოყენება , რათა გამოხატონ ახალი ინტერესები ან გამოიკვლიონ ახალი იდეები იმ შიშის გარეშე , რომელიც რეალური სამყაროსათვის დამახასიათებელი შედეგებით არის გამოწვეული. მეტიც ინტერნეტის ანონიმურობა შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს , უფრო მეტი გამოამჟღავნონ საკუთარი მე-ს შესახებ, ასევე იპოვონ ჩეთის ოთახები ან ჯგუფები, რომლებიც ღიად მართავენ ფორუმებს ,სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი საკუთარი თავის ნებისმიერად წარმოჩენა და სოციალური მხარდაჭერის მიღებაც . ადამიანების უნარს გამოხატოს საკუთარი თავის ფარული ასპექტები , შეუძლია გამოიწვიოს თვითმიმღებლობის გაზრდა. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ინტერნეტ-ურთიერთობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ინტერნეტ ნაცნობობა ,რეალურ , ცხოვრებისეულ ურთიერთობებს ამცირებს და ადამიანები ხშირად ინტერნეტ-სივრცეს ვეღარ სწყდებიან.
მიმაგრებული სურათი