საიტის აღწერა:ვებ ჰოსტინგი
საიტის ძრავა: whmcs
საიტის ბმული: xok.geსაიტის განმარტება:მოგესალმებით ყველა ფორუმელს...
ჰოსტინგის დიზაინი, საიტის სტრუქტურა და გარეგნული მხარე დასახვეწია, დაახლოებით 10 დღეში
ჩემი აზრით კარგი გარეგნობის საიტს მივიღებთ, მანამდე კი შეკვეთის გაკეთებას შეძლებთ,
სერვისი ავტომატიზირებულია, რეგისტრაცია ავტომატურად შეგიქმნით ანგარიშს, სასურველია რომ
ტელეფონის ნომერი მიუთითოთ ვალიდური, რადგან SMS შეტყობინებებითაც შეიძლება ვიქონიოთ კონტაქტი...
ჰოსტინგის საკონტროლო პანელი cPanel-ია, ბილინგისათვის ვიყენებთ whmcs...
სერვერი განთავსებულია საქართველოში...
როგორც დომენური სახელიდან მიხვდებოდით ჰოსტინგის პატრონი ვარ მე... :-)
კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები და წინადადები თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ...
თუ მოგეწონათ გაგვიხარდება თუ გვეტყვით, თუ არ მოგეწონათ გაგვიხარდება თუ გვეტყვით კონკრეტულად
რა არ მოგეწონათ, შესაძლებლობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული თქვენი მოსაზრება გათვალისწინებული იყოს...
მე კრიტიკის არ მეშინია, თუ ვინმე კრიტიკისათვის მოწოდებული ხართ გისმენთ...
ხო, სერიოზულად რაც შეეხება, ძალიან ბევრი არასერიოზული ჰოსტინგი გახსნილა ჩვენს კიბერ სივრცეში,
არა მგონია ასეთი იყოს xok.ge -ც, მაგრამ მაინც, თუ ჩემი თქმა გჭირდებათ - გეტყვით: მიეცით დრო,
ნუ დაჰოსტავთ ამ სერვისზე სერიოზულ პროექტს (ჯერ-ჯერობით მაინც givi.gif ) და როცა (თუ?) დრო
გამოსცდის მერე გამოიყენეთ...
გეტყვით ასევე იმას, რომ ჰოსტინგის პირველი თვე უფასოა ყველა პაკეტზე, გვაქვს სულ სამი პაკეტი:
მინი, მიდი და მაქსი...
მინი = 1GB, მიდი = 10GB და მაქსი = 15GB...
დომენები შესაბამისად: 1, 5 და 10...
ყველაფერი დანარჩენი ულიმიტოა (დაწყებული ტრაფიკით დამთავრებული სუბ-დომენებით)...
ფასებიც ექნება 5, 10 და 15 ლარი ყოველთვიურად...
მე მგონია რომ ჩვენი support -ით ყველა მომხმარებელი მოხიბლული იქნება, ძალიან კომპენტენტური
დამხმარეები მყისიერად მოგიგვარებენ ყველა პრობლემას...
წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩვენს თავსაც (ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ რა თქმა უნდა)... :-)
This post has been edited by xokaido on 10 Nov 2014, 22:30