ახალი ინდიე მმო-მ მოიპოვა დაფინანსება კიკსტარტერზე:
http://www.thespacegame.com/ამ თამაშში არის პროცედურულად დაგენერირებული გალაქტიკა 200 მილიარდი ვარსკვლავური სისტემით, შავი ხვრელებით, ნეიტრონული ვარსკვლავებით და ა.შ.
ყოველი ვარსკვალვური სისტემა მოცემულია თავისი პლანეტებით, გაზის გიგანტებით, ასტეროიდებით, მთვარეებით. თუ პლანეტის პარამეტრები ხელს უწყობს სიცოცხლეს, შესაძლებელია კოლონიის შექმნაც. აგრეთვე შესაძლებელია გამოუდეგარი პლანეტების ტერაფორმირებაც.
შესაძლებელია პლანეტებზე, მთვარეებზე და ასტეროიდებზე მინერალების მოპოვება ხელით ან შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაგეგმვით და აშენებით. გაზის გიგანტებიდან შესაძლებელია წყალბადის მოპოვება, რომელიც გამოიყენება ჰიპერსივრცულ ძრავებში, აგრეთვე შეიძლება სხვა გაზების მოპოვებაც, რომლებიც გამოიყენება მრეწველობაში თუ დახურული კოლონიის ჟანგბადით მომარაგებაში.
რა თქმა უნდა, ამ 200 მილიარდი ვარსკვლავის 99.999% გამოუკვლეველია. ვინც პირველად გამოიკვლევს, მისი სახელი ერქმევა. გამოკვლევისას შეგიძლია განსაზღვრო პლანეტების ატმოსფეროს და ბირთვის ქიმიური შემადგენლობა. ააშენო კოლონიები, მრეწველობა.
მრეწველობაც რაც შეეხება, რაც თამაშშია, ყველა საგნის, გემის და ტექნიკის წარმოება შეგიძლია საკუთარ სტარბეიზზე. თავიდან მოიპოვებ პირველი დონის ბლუპრინტს და შეგიძლია გააუმჯობესო და აწარმოო.
აგრეთვე თამაშში არის გალაქტიკური მარკეტი და პლანეტარული სტოკ მარკეტები.
პლანეტაზე შესაძლებელია ხომალდით დაჯდომა და სკაფანდრით გასეირნება. ქიმიური ანალიზების აღება, კოლონიის ან წარმოების დაგეგმვა და მომარაგება შესაბამისი სამშენებლო მასალებით.
თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია საბრძოლო მისიების კეთებაც.
როგორც წესი, თუ მოთამაშე კოლონიას მიატოვებს (აბანდონედ კოლონო სტატუსი), იქ პირატები იწყებენ მართვას და საქმიანობას.
მოკლედ, თითქმის ყველაფრის კეთება შეიძლება.
ძალიან კარგი საწყისი, 5 ნაწილიანი გაიდი არის აქ:
http://www.youtube.com/watch?v=9pfvt0kwM5Mგაიდი ცოტა მოძველებულია და ახალი ფიჩერები არ არის აღწერილი, მაგრამ ძირითადი მომენტების გაგებაში კარგად დაგეხმარებათ.
რაც შეეხება თამაშის ნაკლოვანებებს:
გრაფიკა ცოტა პრიმიტიულია, ნუ ინდი თამაშია ბეტა სტადიაში.
თამაში რომ ბეტაშია, ეს არ ნიშნავს რომ რელიზის დროს არსებული პროგრესი დაიკარგება. ყველა თქვენი აღმოჩენა და კოლონია ისევ თქვენზე დარჩება გამორმებულ

თამაში 1 თვე უფასოა - ჩამოწერაც და თამაშიც.
შემდეგ, თვით თამაშის ყიდვა $9.99 ღირს და შეგიძლია ყოველ თვე $3 გადაიხადო პრემიუმ სტატუსისათვის - მაგრამ ამის გარეშეც შეიძლება, თუ ძალიან არ გააფანატებ

მაგრამ თვეში 5 ლარი მემგონი მაინც არ გამოდის ბევრი..