კრუბერის მღვიმე ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეა მსოფლიოში. ის მდებარეობს საქართველოში ( აფხაზეთში ) გაგრის რაიონში არაბიკის მასივზე ბერჭილის ქედზე ( გაგრის ქედის ერთერთი შემადგენელი ნაწილი ) .
მღვიმე პირველად ქართველმა მკვლევარებმა 1960 წელს მიაკვლიეს პროფ. ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით და თითქმის -150 მ სიღრმემდე ჩავიდნენ .
უღრმესი მღვიმის წოდება კრუბერმა 2001 წელს შეიძინა, როდესაც უკრაინელმა სპელეოლოგებმა შეძლეს მიეღწიათ -1710 მ. სიღრმისთვის. მღვიმის ძირითადი განშტოება დაახლოებით -2097 მეტრს აღწევს.
2004 წელს უსა-მ გააკეთა კიდევ ერთი ექსპედიცია. 19 ოქტომბერს პირველად მსოფლიო ისტორიაში სპალეოლოგები -2000 მეტრს აცდნენ და - 2080 მეტრს მიაღწიეს.
მსოფლიოში პირველი სპელეოლოგი ქალი რომელმაც - 2140 მეტრს მიაღწია იყო ლიტველი საულე პენკენე

-2191 მეტრი მიღწეულ გენადი სამოხინის მიერ 2007 წელს.
უკანასკნელი რეკორდი მიღწეულ იქნა 2012 წლის აგვისტოში და იგი -2197 მ-ს შეადგენს. უკრაინელი გენადი სამოხინი გამოქვაბულის ფსკერამდე, -2197 მეტრამდე დაეშვა, რითაც გააუჯობესა 2007 წელს დამყარებული მისივე მსოფლიო რეკორდი.
კრუბერის მღვიმეში აღმოჩენილია ფაუნის არაერთი ენდემური სახეობა (ობობები, მორიელები, ხოჭოები, კიბოსნაირები).
მღვიმეში - 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს მიწის ქვეშეთში მობინადრე ცოცხალი ცხოველი რომელიც აქამდე ამ სახეობაზე არაფერი სმენიათ , მეცნიერებმა დაარქვეს Plutomurus Ortobalaganensis








* * *