#5060767 · 15 Mar 2007, 12:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან საინტერესო სალქციო კურსის განცხადება აღმოვაჩინე hr.com.ge-ზე. კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი გთავაზობთ სასწავლო კურსს ''რეტორიკა, პერფორმანსი და კომუნიკაცია” (საჯარო გამოსვლა, რეკლამა და პიროვნებათაშორისი ურთიერთობა)[B]
სემინარი გათვლიასწინებულია, უმთავრესად ორი კატეგორიის სპეციალისტებისთვის:
1. საჯარო გამომსვლელების და ვინც ამზადებს საჯარო გამოსვლებისთვის და 2. რეკლამის სპეციალისტების, კლიპ-მეიკერების, სცენარისტების, რეჟისორების და მსახიობებისთვის.
კურსი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან:
* პირველი ნაწილი ეთმობა შეთხზვას, ემოციების და არგუმენტაციის თეორიას (inventio). * მეორე ნაწილი - დისკურსის სტრუქტურას (dispositio). * მესამე ნაწილი - სტილს; რეტორიკულ ტროპებს და ფიგურებს (elocutio). * მეოთხე ნაწილი - მნემონიკური დამახსოვრების ხერხებს (memoria). * მეხუთე ნაწილი - რეტორიკულ შესრულებას, ანუ უშუალოდ საჯარო გამოსვლას (actio): ჟესტების ხელოვნებას და ,,სხეულის ენას”.
დამატებით, კურსი მოიცავს
1. სიტყვიერი ხერხების ვიზუალიზაციას და სახვით ხატად გარდასახვას და 2. დრამატული სიტუაციების გათამაშებას იმპროვიზაციული კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავების მიზნით.
კურსი შედგენილია როგორც კლასიკური რეტორიკის, ისე თანამედროვე ნეირო-ლინგვისტური პორგრამირების (NLP) და სხეულის ენის (Body Language) თეორიის და გამოცდილების საფუძველზე. კურსი იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. მონაწილეს პრაქტიკულ ნაწილებში მიეცემა საშუალება თავად გამოცადოს შეთხზვის და საჯარო გამოსვლის მეთოდების ეფექტურობა და დაისწავლოს ის ელემენტარული ჩვევები, რომლის დახვეწასაც დამოუკიდებლად შეძლებს მომავალში.
კურსის წამყვანია ლევან ტატიშვილი. იგი 2004-2005 ფულბრატის სქოლარშიფით აშშ-ში ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პერფორმანსის კათედრაზე კლასიკურ და თანმედროვე კომუკიციებს სწავლობდა და ასწავლიდა ფიზიკურ თეატრს. აგრეთვე, მას აქვს მაგისტრის ხარისხი დაცული შუა სუაკუნეების რეტორიკაში (ცენტრალურ ევეროპული უნივერსიტეტი, ქ. ბუდაპეშტი 19996-1997) და დამთავრებული აქვს სარეჟისორო (2000-2005), იურიდიული (1992-1996), მუსმცოდნეობა (1985-1988) და არქიტექტურული (1984-1989).
ისე მგონი ეს სასწავლო კურსის ჩვენს პოლიტიკოსებსაც არ აწყენდათ და არა მხოლოდ სტუდენტებს და ფიარშიკებს.
|