რამოდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ბრძოლა წესების გარეშეში მსოფლიოს ჩემპიონი 28 წლის გურამ გუგენიშვილი, ტელევიზიებმა თქვეს რამე? მემგონი სირცხვილია არაფერი თქვა ამ კაცზე რომელმაც საქართველოს ამდენი წარმატება მოუტანა და ყველა გამოშვება იწყებოდეს ლგბტ-ს მკვლელობით.
გურამის გამოსათხოვარი ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=tydWIqkyxkwგარდაიცვალა გურამ გუგენიშვილი
28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა M-1 Challenge-ს ყველაზე ცნობილი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი. 28 წლის სპორტსმენი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონიც გახლდათ, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
გურამმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო.
შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.
მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
მომავალი წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა, რის შემდეგაც M-1 Challenge-ის ბრძოლებს უნდა დაბრუნებოდა...
“მსოფლიო სპორტის” რედაქცია უსამძიმრებს გურამ გუგენიშვილის ოჯახს და ახლობლებს სახელოვანი სპორტსმენის გარდაცვალების გამო.
This post has been edited by GeorgianPowerlifting on 12 Nov 2014, 20:58
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i606/1203/50/05c62a969c64.gif[/IMG][/URL]