...მოკლედ, მანქანაში რომელიღაც ქართულ რადიოს ვუსმენდი და მგონი მაგრად ღადაობდნენ:
- როგორც ერთ-ერთი სანდო წყარო იუწყებაო, ”ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან” დამფუძნებელი - ქვასლან აბაშიძე, საცაა ბათუმის აეროპორტში დაეშვებაო. იგივე წყაროს ცნობით, "ღირსეულ აჭარისტ-ასლანისტებს" დაგეგმილი აქვთ 15 სექტემბერს ჩაატარონ კონტრ-აქცია შემდეგი სახელწოდების ლოზუნგებით:

ქვასლანი - "მე დავბრუნდი და ისევ თქვენთან ვარ, ისევ და ისევ - არა, თურქულ ექსპანსიას"!
პირადად ნათელაშვილისაგან - "მიშა, აჭარა განა დედაშენია, თურქეთს რომ მიათხოვე"!
ამაშუკელი - "ნაცებო ვის მკვდარს დასტირით... არქიფო აღარა გყავთ, მოგჭამათ ჭირი!"

...დაფიქრდით, ხანდახან ქვასლანასაც უნდა დაუჯეროთ, რადგან...ისტორიული პროცესები ხშირად საკმაოდ მკაცრი შექცევადობით ხასიათდებიან!
პ.ს.: მოკლედ 15-ში გრანდიოზული შოუა მოსალოდნელი....ყოფილ "ვარდების რევოლუციონრებს", ამჟამად პალმის Yლორტებით მაინც შეამკობენ "ღირსეულ აჭარისტ-ქვასლანისტები"!
სახუმარო თემა კია, თუმცა, როგორც იტყვიან..."ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო..."