Chamane
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3794
წევრი No.: 176090
რეგისტრ.: 6-November 13
|
#42807766 · 9 Nov 2014, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"თეოსოფია" მოძღვრება და პრაქტიკა თეოსოფია არც რელიგიაა და არც მეცნიერება, თუმცა ფორმითაც და შინაარსითაც იგი ერთთანაცაა დაკავშირებული და მეორესთანაც. თეოსოფია, მისი წარმომადგენლების თვითშეფასებით, ზერელიგია და ზემეცნიერებაა. ამის შესაბამისად, შესაძლებელია, რომ თეოსოფი ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი გახდეს. თეოსოფია, პირველ ყოვლისა, თვითშემეცნების სისტემაა, რაც უფრო ინდივიდუალიზმს გულისხმობს, ვიდრე კოლექტივიზმს. შემმეცნებელი სუბიექტები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, ე.ი. სწავლებისა და ასკეტიზმის პროცესს, ინდივიდუალურადაც გადიან და ერთობლივადაც, ქმნიან საზოგადოებებს, ჯგუფებს და სხვადასხვა სახის გაერთიანებებს. თეოსოფიის, როგორც ცალკე მდგომი სისტემის, ზოგად საფუძველს წარმოადგენს ნეოპლატონიკოსთა მისტიკა ღვთიური ემანაციის შესახებ. ღმერთი სამყაროს ძალა და საფუძველია. იგი კოსმიური ძალაა, რომლის წიაღიდან ყველაფერი, ხილულიც და არახილულიც (მატერიალურიც და არამატერიალურიც), თავისთავად გამოედინება, ანუ წინასწარი განზრახვის გარეშე იქმნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ღმერთი ისევე ასხივებს სამყაროს, როგორც მზე გამოსცემს სხივებს, - მარადის და უკუნისამდე, ვიდრე არსებობს. თეოსოფთა ფორმულა ასეთია: ღმერთი არის ყველაფერში და ყველაფერი არის ღმერთში. ეს მსოფლმხედველობა, თავის მხრივ, განაპირობებს თანამედროვე თეოსოფიაში მკაფიოდ გამოხატულ პრინციპს ხალხთა დაახლოებისა და დაძმობილების შესახებ. თანამედროვე (ინტერკონფესიურ) თეოსოფიურ საზოგადოებათა ერთ-ერთი არსებითი ნიშანია ის, რომ მათ აითვისეს სპირიტუალური ცოდნა და გამოცდილება, რაც მასონთა ორდენმა საუკუნეთა განმავლობაში დააგროვა. ამ ეტაპზე ეს ცოდნა, მათი განზრახვით, დემოკრატიული უნდა გამხდარიყო და შეძლებისამებრ ყველა ხალხსა და სოციალურ ფენაში უნდა გავრცელებულიყო, რათა კაცთა მოდგმის დაახლოებასა და დაძმობილებას მყარი საფუძველი ჩაყროდა. ამ იდეალის სრულყოფის გზაზე თეოსოფებს პირველი რიგის ამოცანად რელიგიათა და კულტურათა დიალოგი ესახებოდათ, რასაც შედეგად, მათი ფიქრით, ანტიკური და თანამედროვე არაქრისტიანული რელიგიების, ქრისტიანობისა და XIX საუკუნის მეცნიერების ურთიერთგაგებისა და თანხმობის მიღწევა მოჰყვებოდა. თეოსოფიურმა საზოგადოებამ სამი ძირითადი მიზანი და მუშაობის მეთოდი ჩამოაყალიბა: 1. ღვთაებრივი იმპულსებისა და ცოდნის წინ წამოწევა სხვადასხვა რელიგიური სისტემის შესწავლითა და გათვალისწინებით, თანაც ისე, რომ უპირატესობა არც ერთ რელიგიურ სისტემას არ მიენიჭოს, 2. რელიგიათა შორის საერთო იმპულსების გამოვლენა და ამ მიმართულებით კვლევაძიების გაღრმავება ისე, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა ამ საზოგადოებაში სულიერი ერთობა იგრძნონ, 3. ბუნების საიდუმლოებებისა და აუხსნელი მოვლენების შესწავლა ისე და იმ დანიშნულებით, რომ ამის შედეგად ადამიანის ზეგრძნობადი ძალები განვითარდეს. ამ და ბევრ სხვა საკვანძო საკითხზე თავისი შეხედულებები ე.ბლავაცკაიამ გადმოსცა წიგნებში „საიდუმლო დოქტრინა“ და „თეოსოფიის გასაღები“, რომლებიც თანამედროვე თეოსოფიის ფუძემდებლურ შრომებად ითვლება. მათში გადმოცემულ მოძღვრებას ყველა თეოსოფიური საზოგადოება ავტორიტეტულად მიიჩნევს, თუმცა აღიარებენ, რომ აქ სისტემატიზაციის პრინციპი სრულყოფილად გათვალისწინებული არ არის. ამ ხარვეზის გამოსწორება მომდევნო სახელმძღვანელოების ავტორებმა სცადეს. სახელმძღვანელოს დანიშნულება აქვს, აგრეთვე, ე.წ. „მაჰატმას წერილებს“. ზოგადი შეფასებით, ბლავაცკაიაოლკოტის თეოსოფია ბუდიზმის, ბრაჰმანიზმის, გნოსტიციზმის, ქრისტიანული ფილოსოფიის, ალქიმიის, ოკულტიზმის, სპირიტიზმის, ანთროპოსოფიისა და სხვათა სინკრეტიზმს წარმოადგენს. ამდენად, იგი საკმაოდ რთული ფსიქოლოგიურ-კოსმოლოგიური და რელიგიურთეოლოგიური სისტემაა: აღიარებს მოკვდავ სხეულში მყოფი ადამიანის იმქვეყნიურ სამყაროსთან შეერთების შესაძლებლობას, ამუშავებს სათანადო გზებსა და მეთოდებს და საამისოდ ყველა რელიგიის ასკეტური პრაქტიკის გამოყენებას ცდილობს. მართალია, მისი ცოდნისა და რწმენა-წარმოდგენების ველი ინტერკონფესიურია, მაგრამ მეტწილად ბუდიზმს (იხ.) ეყრდნობა და ამ რელიგიის საფუძვლებს - რეინკარნაციას, მეტემფსიქოზს, კარმასა და მაჰატმას („დიდ სულს“, სანსკ.) - აღიარებს. თეოსოფიური საზოგადოება ქრისტეს მიიჩნევს ერთ-ერთ დიად ხელდასხმულად, ანუ ისეთად, როგორებიც იყვნენ შვიდი რიში, ზარატუსტრა, ბუდა, მოსე და სხვ. ამდენად, მათ იესო ქრისტე მიაჩნიათ არა ღვთის ძედ და მისი სიტყვის (ლოგოსის) განსხეულებად, ე.ი. ღმერთად, არამედ ერთ-ერთ ხელდასხმულად, ინდური ტერმინოლოგიით - ავატარად. თეოსოფები განსაკუთრებული ინტერესითა და ინტენსივობით სწავლობდნენ და სწავლობენ ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ ფილოსოფიას, რაც წარმოდგენილია უპანიშადებში, სუტრებსა და ინდოელ მაჰატმათა მოძღვრებებში; ქადაგებენ ადამიანთა შორის ძმობას, განურჩევლად სარწმუნოებისა, რასისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
წყარო: facebook
აბა თქვენი აზრი მაინტერესებს
--------------------
http://georgia.eu.org
|